• $/GEL 2.4351
  • €/GEL 3.0125
  • £/GEL 3.463
  • TRY/GEL 0.6051
  • AZN/GEL 1.4322
  • AMD/GEL 5.0689
  • ₽/GEL 3.9843
  • Ƀ/$

"ჯეოსელი" რუსეთის ფილმსაცავიდან "არაჩვეულებრივ გამოფენას" საქართველოს დაუბრუნებს

19 დეკემბერი 22:31, 2017 წელი | Company news

25 წლიანი ეპოპეა დასრულდა - რუსეთის ფილმსაცავ "გოსფილმოფონდში" დაცული ფილმებიდან 15 საქართველოს უკვე დაუბრუნდა.

ქართული კინომემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშს "არაჩვეულებრივ გამოფენას" საქართველოში "ჯეოსელი" დააბრუნებს.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, "თი-ბი-სი ბანკის", "ჯი-ემ-თი ჯგუფისა" და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მხარდაჭერით, საქართველოში 15 ქართული ფილმი დაბრუნდა.


საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქართული ფილმებისთვის სპეციალური ფილმსაცავი შეიქმნება, სადაც ფილმების ციფრული ვერსიით შენახვა და დაცვა მოხდება.


სპეციალისტთა ვარაუდით, "გოსფილმოფონდში" დაცული ქართული კინოარქივის საქართველოში სრულად დაბრუნების პროცესს 5-6 წელი დასჭირდება.


სხვა სიახლეები