სოფლის მეურნეობა
ყველი
„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
მიგრანტები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.ამავე მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია, ჯამში, უცხოეთის 379 მოქალაქე, ამათგან ყველაზე ბევრი, 17,4% უკრაინის მოქალაქეებზე მოდის.უფრო კონკრეტულად, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია: უკრაინის 66 მოქალაქე, ინდოეთის - 51, ირანის - 45, თურქეთის - 43, პაკისტანის - 35, რუსეთის - 23, ერაყის - 15, იორდანიის - 14, ნიგერიის - 12, ეგვიპტის - 11, სირიის - 10, ბელარუსის -9, და ა.შ.სტატისტიკის მიხედვით, წელს, I კვარტალში, საქართველოს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულია უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე. ამათგან, ყველაზე ბევრი, 23 მოქალაქე აზერბაიჯანიდან იყო, 10 - ჩინეთიდან, 6 - რუსეთიდან, 4- თურქეთიდან და ა.შ.  

საზოგადოება 1714036297

რადიო ქალაქი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს.პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება.რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა. ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.  რადიო ქალაქი სარეკრეაციო, სამუშაო,  საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.რადიო ქალაქის განვითარება 2023 წელს დაიწყო და პროექტის პირველი ფაზა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.„საქართველოს ბანკსა და აჭარა კოლექტივს 10 წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის საამაყოა ისეთ განსხვავებული კონცეფციის მქონე უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც რადიო ქალაქია, რადგან პროექტს, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ვფიქრობთ, ამ პროექტის  სახით, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც, თავის მხრივ, ქალაქის განტვირთვას და სხვა უბნების განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.„მდგრადი და საზოგადოების ინტერესების ამსახველი პროექტების განვითარება სჭირდება ყველა ქალაქს, უბანს და რეგიონს. აჭარა კოლექტივის მიერ შექმნილი ქართული ბრენდები და პროექტები კი ქვეყანაში სწორედ ასეთი ბიზნესსაქმიანობის მაგალითია. ჩვენთვის პროექტის წარმატება განისაზღვრება ორი ძირითადი კრიტერიუმით — რამდენად შექმნა პროექტმა რაიმე ახალი, საინტერესო, განსხვავებული და რამდენად მოახდინა დადებითი გავლენა მის გარშემო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - ამბობს აჭარა კოლექტივის აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჯაფარიძე.

ბიზნესი 1714036142

შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან თიბისი კონცეპტში
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან თიბისი კონცეპტში

თიბისის კონცეპტი, ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს.ხელოვანი და კურატორი ისაუბრებენ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენის შესახებ, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცე მასპინძლობს. შეხვედრაზე განიხილავენ ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს - მათი შექმნის ისტორიას, კონტექსტსა და მნიშვნელობას.თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც ქეთი კაპანაძემ, თითქმის 40 წლიანი შემოქმედების განმავლობაში, შექმნა.შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.***ირინა პოპიაშვილი არის ხელოვნებათმცოდნე და კურატორი.2013 წლიდან არის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის პროფესორი.2013-2017 წლებში იყო Popiashvili Gvaberidze Window Project-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლიდან არის კუნსტჰალე თბილისის თანადამფუძნებელი. 2012 წლის მარტი-ნოემბერი იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის რექტორი. 2001-2012 წლამდე იყო Newman Popiashvili Gallery-ის თანამფლობელი. იგი არის მრავალი გამოფენის კურატორი, მათ შორის, 1999 წლის ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე; 2004 წლის ფარაჯანოვის გამოფენა Zimmerli Art Museum-ში; 2012 - Reframing the 80s, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; 2018 - “კარლო კაჭარავა დღეს”, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს საქართველოსა და გერმანიაში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984-1990). ქეთი 2000 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. თავის შემოქმედებაში ის იძიებს იდენტობის თემას და ქალი ხელოვანის როლს საზოგადოებაში. ის მონაწილეობდა ისეთ საკვანძო ჯგუფურ გამოფენებში როგორებიცაა 1997 წლის IFA-ს გამოფენა From Painting to Photography; 1999 წელს After the Wall, Moderna Museet, Stockholm, 2009 წელს Born in Georgia, Cobra Museum ამსტერდამში, 2012 წელს Revising the 80s ეროვნულ გალერეაში, თბილისი. 2018 წელს დაიკარგა 12 ქალი, აბრეშუმის მუზეუმში თბილისში. 2016 წელს Kettler Verlag-მა გამოსცა ქეთი კაპანაძის მონოგრაფია What is Love. 2007 წელს იმყოფებოდა Cité des Arts-ის რეზიდენციაში პარიზში. მისი ნამუშევრები არის ბოხუმის მუზეუმის, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეის, Kunsthalle Göppingen-ის და Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ის კოლექციებში.

ბიზნესი 1714034802

უნგრეთის დროშა
საქართველოს-უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მაქსიმუმზეა - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ

წელს, 3 თვეში, უნგრეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 17,050 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლების ანალოგიურ საანგარიშო პერიოდებთან შედარებით მაქსიმუმია. შედარებისთვის, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყნებს შორის 13,732 მლნ დოლარის ვაჭრობა შედგა, 2022 წლის 3 თვეში 12,231 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის იანვარ-მარტში 8,276 მლნ აშშ დოლარის და ა.შსაქსტატის მიხედვით, წელს, 3 თვეში, საქართველოდან უნგრეთში 640.2 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო აღნიშნული ქვეყნიდან იმპორტმა16,410 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს იანვარ-მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ უნგრეთში. ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:🔵 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10,439 მლნ აშშ დოლარი🔵 საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 721.8 ათასი აშშ დოლარი🔵 საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 407.3 ათასი აშშ დოლარი🔵 რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 303.7 ათასი აშშ დოლარი🔵 კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 279.3 ათასი აშშ დოლარიტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:🔵 მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 258.9 ათასი აშშ დოლარი🔵 ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 140.7 ათასი აშშ დოლარი🔵 ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 75.8 ათასი აშშ დოლარი🔵 სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 48.4 ათასი აშშ დოლარი🔵 მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 28.7 ათასი აშშ დოლარიცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთანაც გაიმართება.

ეკონომიკა 1714031808

ევრო 2024
„ფასებს ცეცხლი უკიდია“ - გერმანიაში, მატჩის პერიოდში, სასტუმროებში ადგილების რაოდენობა იწურება

გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აცხადებს.მისი თქმით, გარდა ავიაბილეთებისა, თითქმის ამოიწურა დორტმუნდსა და მის მიმდებარე სასტუმროებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა. ამასთანავე, სასტუმროებზე ფასი საკმაოდ მაღალია.„თვითმფრინავის ბილეთები აღარ არის, აქ უკვე იმაზე არაა საუბარი, რომ თამაშს დაესწრონ, ადგილზე მონიტორები იქნება და ხალხს უნდა, რომ იქ შეიკრიბონ და უგულშემატკივრონ ნაკრებს. სასტუმროს საოცარი ფასები აქვს, თითქმის აღარ არის ადგილები. დორტმუნდში დიდი რაოდენობით სასტუმროები ისედაც არ არის“, - აღნიშნა კელაურაძემ.აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეთებისა და სასტუმროების ამოწურვისა და მაღალი ფასის გამო, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი გერმანიაში მატჩზე დასასწრებად ავტობუსით აპირებს წასვლას.„გერმანიაში ცხოვრობს უამრავი თურქი, თურქეთიდანაც ჩავა ძალიან ბევრი და ადგილები არ არის, სასტუმროების ფასებს ცეცხლი უკიდია. ხალხმა მოიფიქრა, რომ ავტობუსით წავიდნენ, თამაშს დაესწრონ და შემდეგ ისევ ავტობუსით დაბრუნდნენ უკან. თვითმფრინავის ბილეთთან შედარებით, შეიძლება ავტობუსმა ხარჯი ნაკლები არ მოგცეს, მაგრამ სასტუმროს ხარჯს ამოიღებ“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ შედგება.

საზოგადოება 1714030383

binebis-kidva
1 კვადრატულის ფასი 6 ათას ლარს აღწევს - სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი?

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ბინებზე ფასი 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით არის გაზრდილი. 2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1 კვ.მ.-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო: მთაწმინდა - 5 578 ლარი; ვაკე - 4 866 ლარი; საბურთალო - 3 837 ლარი; კრწანისი - 3 585 ლარი; ჩუღურეთი - 3 473 ლარი; დიდუბე - 3 446 ლარი; ნაძალადევი - 3 383 ლარი; ისანი - 3 338 ლარი; გლდანი - 3 200 ლარი; სამგორი - 3 041 ლარი.

ბიზნესი 1714030099