• $/GEL 2.4351
  • €/GEL 3.0125
  • £/GEL 3.463
  • TRY/GEL 0.6051
  • AZN/GEL 1.4322
  • AMD/GEL 5.0689
  • ₽/GEL 3.9843
  • Ƀ/$

მთავრობის მიმდინარე ხარჯები მშპ-ის 23.9%-მდე მცირდება

16 აპრილი 13:49 | ფინანსები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან შემცირდა 2017 წელს 24.6 პროცენტამდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ზომის შემცირებით, ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, გაზრდილი შემოსავლებით, იმპორტზე ნაკლები დამოკიდებულებით, გაზრდილი საექსპორტო პოტენციალით, შემცირებული მოწყვლადობით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას,“  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მამუკა ბახტაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც კონკრეტულად კი რიკოთის მონაკვეთზეც ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ფისკალური დეფიციტის ნიშნული 3%-ს ჩასცდა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში  სპეციალური ბრიფინგი გაიმართა რომელსაც სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბაკის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. 


სხვა სიახლეები