• $/GEL 2.4351
  • €/GEL 3.0125
  • £/GEL 3.463
  • TRY/GEL 0.6051
  • AZN/GEL 1.4322
  • AMD/GEL 5.0689
  • ₽/GEL 3.9843
  • Ƀ/$

ფულადი გზავნილების მოცულობა 17%-ით გაიზარდა

16 აპრილი 14:28 | ეკონომიკა

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2018 წლის მარტში $131.1 მლნ (320.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 6 ქვეყნიდან კი გზავნილების მოცულობამ $10 მლნ-ს გადააჭარბა.



ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილი ერთ წელიწადში 29.8-დან 33.4 პროცენტამდე გაიზარდა, რუსეთის წილი კი 34.2-დან 29.1 პროცენტამდე შემცირდა.


სხვა სიახლეები