• Ƀ/$

ვენესუელაში კიდევ ერთი ალტერნატიული ვალუტა გამოჩნდა

16 აპრილი 14:33 | ფინანსები

ვენესუელის სხვა ქალაქების მსგავსად, ქვეყნის დედაქალაქის კარაკასის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც მოჭრა ალტერნატიული ფული, სახელწოდებით – კარიბე.

დედაქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერიკ ფარიასის თქმით, კარიბია ეკონომიკური ომის პირობებში მოსახლეობას დაიცავს, წერს რუსული ინტერნეტ გამოცემა gazeta.ru.


გავრცელებული ინფორმაციით, ბრუნვაში 5, 10, 20, 50 და 100 ნომინალის კარიბეს კუბიურებია გაშვებული. ახალი ვალუტის ერთეული ათას ბოლივარს ($0,002) უტოლდება.


ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ქვეყნის ეროვნული ვალუტა ბოლივარი ჰიპერინფლაციის (–6000%–ზე მეტი) მსხვერპლი გახდა. ვითარებიდან გამოსავალი ქვეყნის ხელისუფლებამ წლის დასაწყისში კრიპტოვალუტის „პეტრო“ ემისიაში დაინახა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკას და საფინანსო სექტორს ვერც ამან უშველა.


სხვა სიახლეები