• Ƀ/$

ერევანი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა – სარგსიანის მობრუნება

16 აპრილი 15:00 | მთავარი

ოპოზიციური პარტიები ერევანში სომხეთის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ექს–პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის კანდიდატურის დაყენებას ფართომასშტაბიან დემონსტრაციაზე აპროტესტებენ.

პოლიციამ დემონსტრანტების დაშლის ოპერაცია დაიწყო, რომელთაც ერევნის ცენტრალური ქუჩები აქვთ გადაკეტილი.


ოპოზიციური პარტიების მომხრეებმა მასობრივი აქციები ერევანში ორშაბათს დაიწყეს და ოპოზიციური ფრაქციის „ელკ“ ლიდერის ნიკოლა პაშინიანის მოწოდების შემდეგ რამდენიმე ქუჩაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გზებს ავტომობილებით ხერგავენ და თავად ასფალტზე წვებიან. ორშაბათს შუადღისთვის სომხეთის დედაქალაქის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია.


პაშინიანის თქმით, ოპოზიცია შეეცდება, მარლამენტის შენობამდე მიაღწიოს. საკანონმდებლო ორგანოს შენობის მისადგომები პოლიციას აქვს ბლლოკირებული. „რადიო თავისუფლების“ სომხური რედაქციის ცნობით, პოლიციამ აქციის ათამდე მონაწილე დააკავა.


სარგსიანის მობრუნება


სომხეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის პრემიერის პოსტზე შაბათს, 14 აპრილს ოფიციალურად წარადგინა ექს–პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის კანდიდატურა.


სარგსიანის კანდიდატურის დაყენების გადაწყვეტილება მმართველი პარტიის აღმასრულებელი ორგანოს გასვლით სხდომაზე მიიღეს.


სერჟ სარგსიანი 1954 წლის 30 ივნისს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ქალაქ სტეპანაკერტში დაიბადა. ის არის სომხეთის პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. 2008 წლის 9 აპრილიდან 2018 წლის 9 აპრილამდე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო.


სხვა სიახლეები