• Ƀ/$

დუბაიში ავტომობილებს ციფრული სანომრე ნიშნები ექნებათ

16 აპრილი 15:50 | ტექნოლოგიები

ჭკვიანი ტელეფონების, ტელევიზორებისა და ავტომობილების შემდეგ დუბაიში ჭკვიანი სანომრე ნიშნებიც გამოჩნდა, რომლის მიზანსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა და ურჩი მძოლების გამოვლენა წარმოადგენს. 

მცირე ზომის ეკრანი, რომელსაც უნიკალური კოდი ექნება მინიჭებული სამართალდამცავებს ავტომობილის მოძებნას გაუმარტივებს. თავად მძღოლისთვის კი პარკინგისა და ჯარიმის საფასურის გადახდა მყისიერად ავტომატურ რეჟიმში გახდება შესაძლებელი. სისტემაში ჩართული ავტომობილები მიმდებარე ტერიტორიაზე არსბული საცობების შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას.


ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და მათ ავტორები კონფიდენციალურობის დარღვევაში დაადანაშაულეს.


როდის დასრულდება ტესტირების რეჟიმი და გახდება თუ არა ციფრული სანომრე ნიშანი სავალდებულო ამ ეტაპზე უცნობია.


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები