• Ƀ/$

„რუსალის“ აქციების ფასი ნულოვან მაჩვენებელს უახლოვდება

16 აპრილი 17:25 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსული კომპანია „რუსალის“ აქციების ფასი ორშაბათს ჰონკონგის ბირჟაზე 24,5%–ით გაიაფდა. მანამდე კომპანიის ძირითადი მფლობელი ოლეგ დერიპასკა აშშ–ის სანქციების სიაში მოხვდა.

ამჟამად „რუსალის“ აქციების ფასი 1,62 ჰონკონგური დოლარი ღირს ($0,21), რაც მინიმუმია 2010 წლის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები განთავსდა. მაშინ კომპანიის აქცია 10,8 ჰონკონგური დოლარი ღირდა.


კომპანიის მფლობელის ოლეგ დერიპასკას ამერიკის ფინანსთა სამინისტროს წინა კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული სანქციების სიაში მოხვედრისთანავე კომპანის აქციების ფასი თითქმის განახევრდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმ პერიოდში კომპანია კლიენტებს სთხოვდა, საფასური ევროში აენაზღაურებინათ.


აშშ–ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახალ სანქციებს უმზადებს მოსკოვს, კრემლის მიერ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ.


რუსული კომპანია "რუსალის" წილი, მიმდინარე კრიზისამდე, ალუმინის მსოფლიო ბაზრის 6%–ს შეადგენდა. 


სხვა სიახლეები