• Ƀ/$

რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებების განადგურებაში ბრალდებებს უარყოფს

16 აპრილი 18:11 | მთავარი

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი სირიაში ქიმიური თავდასხმის მტკიცებულებების განადგურებაში რუსეთისათვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. 

ამის შესახებ რუსეთის მთავარმა დიპლომატმა ორშაბათს სამაუწყებლო კომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.


„მე შემიძლია გარანტია მოქცეთ, რომ რუსეთი ამ ადგილზე არაფერს იცავდა“, – განაცხადა ლავროვმა.


დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები სხვანაირად ფიქრობენ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ ენდობიან.


კერძოდ, სააგენტო როიტერი ავრცელებდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში აშშ–ის მუდმივი წარმომადგენლის კენეტ უორდის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ თავდასხმის ადგილზე რუსეთს მტკიცებულებების განადგურება შეეძლო.


 


მოსკოვი დღემდე ითხოვს დამადასტურებელ მტკიცებულებებს, თუმცა თავად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტოს უფლება გამოიყენენა და დაბლოკა ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო კომისიის შექმნას და ფაქტის ადგილზე გამოძიებას ისახავდა მიზნად.


 


ლავროვმა კოალიციის წევრი ქვეყნები (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი) საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თავდასხმა გაეროს წევრ ქვეყანაზე თავად გაეროს თანხმობის გარეშე განხორიელდა. მან ასევე გაიმეორა რუსული მედიით გაჟღერებული ინფორმაციაა, რომ რაკეტების 2/3 ჰაერშივე განადგურდა, რასაც პენტაგონი კატეგორიულად არ ეთანხმება. წერტილოვანმა დარტყმებმა სამიზნეების ზუსტად გაანადგურა.


აშშ–მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის არსენალის საწყობებსა და სამეცნიერო კვლევით ობიექტებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის წარმოებასთან და გამოყენებასთან იყო დაკავშირებული, სარაკეტო იერიში შაბათს დილით მიიტანეს.



სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები