• Ƀ/$

საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი განიხილეს

17 მაისი 15:17 | ეკონომიკა

საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“ გაიმართა. კონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს სუფთა ენერგიის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და სტრატეგია, ასევე განახლებადი ენერგიის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის.


ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა  და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას, საქართველომ ვალდებულება აიღო, ეროვნულ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ბაზაში ასახოს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების  ნორმები და მოთხოვნები (acquis communautaire) და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები. ამ ვალდებულებთა შორისაა განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (გეესგ) შემუშავება და განხორციელება.


საქართველო ელექტროენერგიის 80%-ს განახლებადი წყაროებისგან იღებს, სადას უდიდესი წვლილი ჰესებს უკავია. ქარის ენერგიის წილი 1%-ზე ნაკლებია, თუმცა ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი გაცილებით მეტია როგორც ჰიდრო ასევე ქარისა და მზის ენერგიის შემთხვევაში. 


 


მსგავს თემაზე:


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი