• Ƀ/$

ნავთობი თურქეთის სამ პროვინციაში აღმოაჩინეს

17 მაისი 15:25 | ეკონომიკა

თურქეთის პროვინციებში – მარდინი, შირნაკი და ბიტლისი – ნავთობის მარაგების აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქეთის ოფიციალური გაზეთი „Resmi Gazete“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად აღმოჩენილი ნახშირწყალბადების საბადოების პოტენციალის შესწავლა მიმდინარეობს.


მანამდე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერატ ალბაირაკი ამბობდა, რომ უახლოეს წლებში თურქეთში ნახშირწყალბადების საბადოების დაზვერვითი სამუშაოები გაფართოვდება.


იანვარში თურქეთის პროვინცია სიირტში მაღალი ხარისხის ნავთობის საბადო აღმოაჩინეს.


დღეისათვის თურქეთის ეკონომიკა თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული.


მსგავს თემაზე:


თურქეთში ნავთობი აღმოაჩინეს


სხვა სიახლეები