• Ƀ/$

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქუთაისში ტანსაცმლის საწარმო გაიხსნა

17 მაისი 15:49 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილ ქალისა და კაცის ტანსაცმლის მწარმოებელი ქარხანა, შპს „ემჯიემტექს“, ოფიციალურად გახსნა.

"კიდევ ერთი საწარმო, რომელიც პროგრამაში " აწარმოე საქართველოში" გაიხსნა არის MGMtex-ის საწარმო. საწარმოში დღეის მდგომარეობით 130-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს სრული მასშტაბით ამუშავების შემდეგ 650 ადამიანი იქნება დასაქმებული.“  განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით ასეთი პროექტები პრინციპულად მნიავნელოვანია, რადგან აქ ძირითადად დასაქმებულები არიან ქალები.



დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 2 მლნ ლარს აჭარბებს, გაფართოვების შემდეგ დამატებით 4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.


" მინდა აღვნიშნო, რომ ამ საწარმოს პროდუქტი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე. დღეიდან კომპანია h&m-ს პროდუქციის წარმოებას იწყებს და მოლაპარაკებები აქვს ზარასთან და ბენეტონთან", აღნიშნა დიმიტრი ქუმსიავილმა.


კომპანია ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს წარმოადგენს.  შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.


შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა  250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას -  საწყის ეტაპზე შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.  აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.


 


მსგავს თემაზე:


"საპარტნიორო ფონდი" საქართველოში ქურთუკების წარმოებას გეგმავს


თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა გაიხსნა


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი