• Ƀ/$

ტრამპი მერკელისგან „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე უარის თქმას მოითხოვს

17 მაისი 16:44 | მთავარი

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატეგორიულად მოითხოვს გერმანიისგან, გაიწვიოს თავის ტერიტორიაზე რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ნებართვა.

ამის შესახებ რუსული სააგენტო „ნოვოსტი“ აშშ–სა და ევროკავშირში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.


სააგენტოს რესპონდენტების თქმით, აპრილში გამართულ მოლაპარაკებაზე ტრამპმა მერკელს ურჩია, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მხარდაჭერაზე და სანაცვლოდ ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.


რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ნებართვა გერმანიამ 2018 წლის იანვარში გასცა.


მსგავს თემაზე:


ლუბმინში „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გერმანიის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო


გერმანელი ეკოლოგები „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ჩაშლას ცდილობენ


ოსლო „გაზპრომისთვის“ NORGE-ს აქტივების გადაცემას აპროტესტებს


რუსული ნავთობის წილი 20%–ს კარგავს ევროპის ბაზარზე


ტრამპის შურისძიება: ამერიკული ნავთობი ევროპიდან რუსეთს და OPEC-ს აძევებს


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი