• Ƀ/$

რეგულირების გავლენები პარლამენტში შეაფასეს

17 მაისი 16:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პარლამენტში მიმდინარე სემინარზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ რეგულირების გავლენებსა და დანერგვის გზებზე ისაუბრა. 

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ 2013 წლის სამთავრობო პროგრამაში ჩაიდო ვალდებულება  RIA-ს სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიზანია  ახალი და არსებული საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე.


„RIA იძლევა საშუალებას, რომ ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ განისაზღვროს მოსალოდნელი შედეგები, წინასწარ გავთვალოთ ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეგულირების გავლენის ანალიზი გაცილებით  ეფექტიანია, თუ ის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ხორციელდება. საქართველოში RIA-ს დანერგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების და საკანონმდებლო დაახლოების პროცესში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


ორდღიანი სემინარი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, „საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის“ (ECPRD) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ ავსტრიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, პორტუგალიისა და იტალიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.


სხვა სიახლეები