• Ƀ/$

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4 თვეში $800 მლნ-ს მიაღწია

17 მაისი 19:08 | ეკონომიკა

საქართველოში ტურისტების რიცხვი ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. ასევე იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ოდენობაც.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანაახმად საქართველოს 2018 წლის პირველ 4 თვეში ტურისტების რიცხვმა (მათი ვინც 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში რჩება ქვეყანაში) 937 ათასი შეადგინა. ზრდა თვეების მიხედვით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23-33 პროცენტს შეადგენს. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი $800 მლნ-ს მიაღწია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ზრდა ტურისტების რაოდენობის ზრდის პროპორციულია.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელს 8 მილიონზე მეტ ვიზიტორს და $3 მლრდ-ზე მეტ შემოსავალს ვარაუდობს.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2017 წელს 7.9 მილიონამდე გაიზარდა


ტურისტების რაოდენობა იანვარ-აპრილში 27.2%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები