• Ƀ/$

„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველებს მერვე რეკომენდაციას სთავაზობს

ექსკლუზივი
13 ივნისი 14:30 | ეკონომიკა

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.


რეკომენდაცია #8 – სახლის შემდგომი მოვლა


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ხდება მას შემდეგ, რაც დეველოპერი თავის ვალდებულებას შეასრულებს და ბინას საკუთრებაში გადმოგცემთ, ვინ იღებს ვალდებულებას სახლის შემდგომ მოვლა-პატრონობაზე. კარგია, თუ კომპანიას დამატებით აქვს ეს მომსახურება. ყოველთვიურად ფიქსირებული თანხის გადახდა თავიდან აგაცილებთ ბევრ დისკომფორტს. მაგალითად, ისეთს, როგორიცაა სადარბაზოს ელენერგიის თანხის შეგროვება, ლიფტის თანხის შეგროვება, სადარბაზოს დასუფთავების ხარჯი და სხვა.


მენაშენეთა პირველი შვიდი რეკომენდაცია ეხებოდა: სამშენებლო კომპანიის, საცხოვრებელი გარემოსა და ბინის სწორად შერჩევის, მშენებლობის ხარისხში გარკვევის, ფინანსების სწორად დათვლის, დოკუმენტების სწორად გაფორმებისა და სწორი ინვესტირების საკითხებს.


„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას.


მსგავს თემაზე:


რეკომენდაცია #1


რეკომენდაცია #2


რეკომენდაცია #3


რეკომენდაცია #4


რეკომენდაცია #5


რეკომენდაცია #6


რეკომენდაცია #7


სხვა სიახლეები