• Ƀ/$

მასკის ავტოკონცერნი Tesla 4000 თანამშრომელს დაითხოვს

13 ივნისი 15:32 | კომპანიები

ილონ მასკმა Tesla-დან 4000 თანამშრომლის დათხოვნა ხარჯების შემცირების აუცილებლობით დაასაბუთა. მისი თქმით, ეს არ აისახება Model 3-ის წარმოებაზე, რომლითაც კონცერნი მასობრივი ბაზრის დაპყრობას გეგმავს.

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla, ამრიგად, თანამშრომელთა 9%-ს გაათავისუფლებს სამსახურებიდან.


მასობრივი შემცირების შესახებ ილონ მასკმა ტვიტერზე 12 ივნისს დაწერა.


2017 წლის ანგარიშის თანახმად, დეკემბრის მონაცემებით Tesla-ს კონცერნში 37543 ადამიანი მუშაობდა.


Tesla დღიდან მისი დაარსებისა (2003 წელი) ელვის სისწრაფით ვითარდება, თუმცა ის მნიშვნელოვან ზარალსაც განიცდის. პრობლემებს შორისაა უსაღლესი მენეჯმენტიდან კადრების გადინება და ავტოავარიები Tesla-ს მონაწილეობით. მასკი აღიარებს, რომ კომპანია მისი არსებობის მანძილზე არასოდეს გასულა მოგებაზე.


მსგავს თემაზე:


„ტესლას“ რენტაბელობის საიდუმლო...


სხვა სიახლეები