• Ƀ/$

გლობალური კონსერვაციის ფონდმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს $250 000-იანი გრანტი გამოუყო

13 ივნისი 16:53 | მთავარი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. 

ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 3 წლის განმავლობაში 250 000 დოლარს დახარჯავს.


„ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური დახმარება რომელსაც ვიღებთ გლობალური კონსერვაციის ფონდისგან დიდი შენაძენია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და რეინჯერებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.


თანამშრომლობის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების დაცვა და  მართვის ეფექტურობის  უზრუნველყოფა. ხელშეკრულება ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რაც  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას გულისხმობს.


ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა დაცული ტერიტორიების სააგნეტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ფონდის ხელმძღვანელმა ჯეფ მორგანმა მოაწერეს.


ბირჯომში სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კი 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით დაფუძნდა. ეროვნული პარკი რომელიც 107 000 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზეა განთავსებული. ტერიტორიის 75% ტყეა. საშუალო სიმაღლე კი ზღვის დონიდან 1400-1800 მეტრი.


 


მსგავს თემაზე:


თბილისს 2 ახალი პარკი შეემატება


დაცული ტერიტორიებით უცხოელი ტურისტების დაინტერესება იზრდება


სხვა სიახლეები