• Ƀ/$

დიმიტრი ქუმსიშვილი კვირიკაშვილს პრემიერის პოსტზე გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის

13 ივნისი 20:25 | მთავარი

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერისა და მთავრობის გადადგომის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.

ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.


„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენს ქვეყანაში, 2,8%–იანი ეკონომიკური ზრდით ჩაბარა ქვეყანა და 6,5%–იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო, შეუქცევადია“, – წერს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.


გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ოთხშაბათს საღამოს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებამდე კვირიკაშვილმა მისი პრემიერობის პერიოდში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და მიღწევები შეაფასა.


გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობას უკავშირდება რამდენიმე ეკონომიკური რეფორმა, მათ შორის 4 პუნქტიანი გეგმა. მის დროს გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა და დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. 2017 წლიდან დაიწყო ეკონომიკის გამოცოცხლება გაიზარდა ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ვიზიტორთა რაოდენობამ 7.55 მილიონს გადააჭარბა. წინა წლებთან შედარებით დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა და 5%-ს მიაღწია, ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც 2018 წლის 1 იანვირდან ამოქმედდა. რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდა გადასახადებისგან. გახხორციელდა სამინისტროების ოპტიმიზაცია. 2017 წელს შევიდა ძალაში ვიზალიბერალიზაციაც. 2016 წელს კი ამოქმედდა პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელმაც ჩართვიდან დღემდე 126 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.


თავის ბოლო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა რომ 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მისი და უმრავლესობის წევრების აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა.


კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-მინისტრთან ერთად თანამდებობას ტოვებს ყველა მინისტრი თუმცა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ისინი მინისტრის მოვალეობის ფუნქციას შეასრულებენ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება კი პირველ ვიცე-პრემიერს ეკისრება, ეს თანამდებობა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკავა. უმრავლესობამ უნდა წარადგინოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, რომელიც თავის მხრივ მინისტრების კანდიდატებს წარადგენს. ახალ მთავრობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს და პრეზიდენტმაც ხელმოწერით დაადასტუროს.


მსგავს თემაზე:


გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, რეფორმები რომელიც მის პრემიერობას უკავშირდება


სხვა სიახლეები