• Ƀ/$

Apple-ს თანამშრომელმა კომპანიას საიდუმლო ტექნოლოგია მოპარა

11 ივლისი 18:46 | ტექნოლოგიები

კომპანია Apple-ს ყოფილი თანამშრომელი სიაოლან ჟანგი  ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის ბრალდებით სან–ხოსეს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ჟანგმა Apple-ს უპილოტო მანქანების ტექნოლოგიები გაიტაცა და ჩინურის სტარტამისთვის Xmotors აპირებდა გადაცემას. მანამდე ჟანგმა დამსაქმედებლს განუცხადა, რომ ტოვებს სამსახურს და სამუშაოდ სამშობლოში მიემგშზავრება.


Apple-ს უსაფრთხოების სამსახურმა ეჭვი შეიტანა თანამშრომლის ქმედებებში, შეამოწმა მისი აქტივობები კორპორაციულ ქსელში და დაადგინა, რომ ჟანგმა თავის ნოუთბუქში კონფიდენციური მონაცემები ჩამოტვირთა, რომელზე წვდომაც მას სამსახურებრივად ჰქონდა მინიჭებული.


სიაოლან ჟანგი ჩინეთში გაფრენის წინ დააკავეს და ახლა ის სასამართლო სხდომის მოლოდინშია.


სხვა სიახლეები