• Ƀ/$

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობა დააკომპლექტა

12 ივლისი 09:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც 10 მინისტრითა და ერთი სახელმწიფო მინისტრით არის დაკომპლექტებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთშაბათს, 12 ივლისს დილით დაასახელა. 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია:


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გახდა;


ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანს ერგო;


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გახდა;


მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა კახიშვილი იქნება.


 


სხვა უწყებების ხელმძღვანელები კი თანამდებობას შეინარჩუნებენ, კერძოდ:


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;


საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;


შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;


იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;


თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.


სხვა სიახლეები