• Ƀ/$

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მომუშავე კომპანიებს სანქციებს უმზადებს

12 ივლისი 09:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ კომპანიებს, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე და რუსეთის სხვა საექსპორტო მილსადენებზე მუშაობენ, შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესდეთ.

„აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგია. ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ შესაძლო სამომავლო სანქციებზე, მაგრამ გასაგებად ვამბობთ, რომ კომპანიები, რომლებიც რუსეთის საექსპორტო მილსადენების სექტორში მუშაობენ, ისეთ საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც სანქციების რისკის ქვეშაა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.


დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა, ამერიკული მხარის აზრით, „ევროპის სტაბილურობასა და ერთიან ენერგოუსაფრთხოებას ჩამოშლის, რაც რუსეთს კიდევ ერთ იარაღს ჩაუგდებსს ხელში ევროპული ქვეყნების პოლიტიკური შეკავებისთვის და ეს განსაკუთრებით უკრაინას ეხება“.


ივნისში აშშ-დან გერმანიის ხელისუფლებას აცნობეს, რომ ვაშინგტონი ჯერ არ აპირებს სანქციების დაწესებას დაპროექტებული გაზსადენის გამო.


ტრამპის შეტევა გერმანიაზე


მანამდე, ნატოს სამიტის დაწყების წინ, 11 ივლისს, ალიანსის გენმდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის „ტყვე“ უწოდა და განაცხადა, რომ გერმანიას მოსკოვი სრულად აკონტროლებს.


ტრამპის კრიტიკის მთავარი ობიექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა გახდა. მისივე თქმით, „სამწუხარო“ და „მიუღებელია“ ფაქტი, რომ „გერმანია რუსეთისგან დაცვაზე აკეთებს გათვლებს, მაგრამ ამავდროულად მოსკოვთან ნავთობისა და გაზის სფეროებში უზარმაზარ კონტრაქტებს აფორმებს და მას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის“ და ეს მაშინ, „როდესაც აშშ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების დასაცავად“.


გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ორი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ-ს შეადგენს. მილსადენი რუსეთის ბალტიის სანაპიროდან გერმანიამდე შენდება.


პროექტის მოწინააღმდეგეების, მათ შორის პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების და დანის წარმომადგენლების მტკიცებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროკავშირის „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის.


მსგავს თემაზე:


ტრამპმა გერმანია რუსეთის „ტყვედ“ მოიხსენია


უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერების იმედი ეწურება


„გაზპრომს“ ჰოლანდიაში აქტივები გაუყინეს


ტრამპი მერკელისგან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე უარის თქმას მოითხოვს


„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ ქვეყნებს ვაშინგტონი სანქციებით ემუქრება


პოლონეთის პრემიერი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ჰიბრიდულ იარაღს უწოდებს


„გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ სასამართლო დავის ფარგლებში „ჩრდილოეთის ნაკადის“ ოპერატორი დააყადაღეს


ლუბმინში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გერმანიის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო


სხვა სიახლეები