Brent-ის მარკის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 1,53%-ით გაიზარდა $74,52-მდე. წინა სესიაზე, ოთხშაბათს, კონტრაქტების ფასი 6,92%-ით დავარდა $73,4-მდე ბარელზე.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის ელექტრონულ ვაჭრობაზე ამ მომენტისთვის 0,58%-ით არის გაზრდილი და ბარელზე $70,79 ფიქსირდება. წინა სესიაზე, ოთხშაბათს ამ მარკის ნავთობის ფასი 5,03%-ით დავარდა – $70,38-მდე ბარელზე.