• Ƀ/$

ევროპული კომპანიები ირანიდან გარბიან

12 ივლისი 11:43 | ეკონომიკა

ფრანგული ნავთობგიგანტი Total იძულებულია, ირანიდან გავიდეს, ვინაიდან მან ვერ მიიღო აშშ-სგან სანქციებისგან გათავისუფლების გარანტია. ამის შესახებ სააგენტო Mehr-ს კომპანიის გენდირექტორმა პატრიკ პუიანემ განუცხადა.

ამის გამო Total ირანის გაზის საბადოდან „სამხრეთ სპარსეთი“ გადის.


„სხვა გამოსავალი არ არის, უნდა გავიდეთ ირანული მომგებიანი პროექტიდან“, – აღნიშნა პუიანემ. მისივე თქმით, შეუძლებელია მსოფლიოს 130 ქვეყანაში იმუშაო აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომის გარეშე.


„ამიტომ, ჩვენ ვიცავთ აშშ-ის კანონებს და იძულებული ვართ, დავტოვოთ ირანის მომგებიანი ბაზარი“, – თქვა ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელმა.


მისივე თქმით, ირანის გაზის საბადოდან გასვლით Total $40 მლნ-იან ზარალს განიცდის. თუმცა, იმედს იტოვებს, რომ დადგება დრო, როდესაც Total ირანში დაბრუნდება.


სხვა სიახლეები