• Ƀ/$

სატრანსპორტო სფეროს დაკრედიტება 1 წელიწადში 66.6%-ით გაიზარდა

12 ივლისი 12:41 | ფინანსები

მთლიანმა სასესხო პორტფელმა 2018 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს - 22.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ზრდამ 1 წელიწადში 20% შეადგინა. ანგარიშს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 

მოცემულ პერიოდში ფიზიკური პირებზე გაცემული სესხები 23.4%-ით გაიზარდა, სამომხმარებლო სესხების ზრდამ 10.9% შეადგინა, ხოლო იპოთეკური სესხების ზრდამ - 32.8%.


ბიზნესსესხების მოცულობა შედარებით დაბალი განაკვეთით 13.6%-ით გაიზარდა. მათ შორის:



  •     ვაჭრობა 6.6%

  •     ენერგეტიკა 4.4%

  •     სოფლის მეურნეობა 23.4%

  •     მშენებლობა 7.7%

  •     მრეწველობა 23.6%

  •     ტრანსპორტი 66.6%

  •     სხვა 31.8%


1 წლის განმავლობაში ლარში გაცემული სესხები 30%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი - 10%-ით. ასეთი სხვაობა ლარიზაციის პროგრამას უკავშირდება. ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული სესხები უფრო მეტად 34.5%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც საკანონმდებლო ცვლილება გახდა, რომლის თანახმადაც 100 000 ლარამდე კრედიტი მხოლოდ ლარში გაიცემა.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მშპ-ს 47.3%-ს უდრის


სებმა რეგიონალური "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში გაიმარჯვა


სხვა სიახლეები