• Ƀ/$

საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება

12 ივლისი 13:05 | ტექნოლოგიები

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 23 მაისს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს "სოლარ ფაუერ ჯორჯიამ" გაიმარჯვა. 

ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" გამარჯვებულს, შპს "საქართველოს მზის კომპანიის" 100%-იანი წილიდან 90%-ს გადასცემს.


გამარჯვებულ ინვესტორთან უკვე გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება, რომლის პირობების შესაბამისადაც, ინვესტორმა 6 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის აღება.


რაც შეეხება პროექტის მახასიათებლებს, საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ. იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 6 900 000 კვტ/სთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება  $4.5 მლნ-ს შეადგენს.


მზის ელექტროსადგური საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საპილოტე პროექტს ილიაუნის ეზოში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და თელავში რომელთა ჯამური წლიური გამომუშავებაც 1 მლნ კვტ/სთ-ზე ნაკლებია, რამდენიმე ოჯახს, ძირითადად საკურორტო ზონაში სახურავზე მზის პანელი აქვს დამაგრებული.


მზისგან განსხვავებით, საქართველოში ელექტროენერგიის მისაღებად უკვე მეორე წელია ქარის ენერგიას იყენებენ. ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სავარაუდო წლიური გამომუშავება 88 მილიონი კვტ/სთ.


სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 130 მლნ კვტ/სთ-ს აღემატება.


 


მსგავს თემაზე:


გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის


პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად აშშ-ში განახლებადი ენეგიის წილი გაიზარდა


მზის ელექტროსადგურები – 18 700%–იანი ზრდა და უფრო მეტი პერსპექტივა


განახლებადი ენერგიის წილის ზრდის შედეგად, ბრიტანეთში ნახშირის გამოყენება შეჩერდა


ელექტროძრავიანი გემები რეალობა გახდება


ნიუ-იორკი განახლებად ენერგიაში ინვესტირებას ზრდის


მსგავს თემაზე:

საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


ქარის ტურბინის სიმაღლე თავისუფლების ქანდაკებას 2.5-ჯერ გადააჭარბებს


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


დედამიწის დღე, პრობლემები, შედეგები და გამოსავალი



სხვა სიახლეები