სოფლის მეურნეობა
საძოვრები
„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1713435235

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.


სხვა სიახლეები
ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო
იანვარ-თებერვალში საქართველოში თურქეთიდან 1 მლნ კილოზე მეტი ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო შემოვიდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 502 480 დოლარის ღირებულების 1166.49 ტონა ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის იმპორტი განხორციელდა. (1კგ - 1.15 ლარი) ამ ორ თვეში, ირანიდან 34 920 დოლარის ღირებულების 78.77 ტონა, ხოლო თურქეთიდან 476 570 დოლარის ღირებულების 1 087.71 ტონა ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო (ახალი ან გაცივებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი) შემოვიდა.ბოლო ხუთი წლის მანძილზე აღნიშნული პროდუქციის იმპორტი 54%-ით გაიზარდა.იპორტირებული პროდუქცია ბოლო 5 წლის მონაცემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:🔵 2019 - 309 840 დოლარის ღირებულების 1 860.85 ტონა🔵 2020 - 272 950 დოლარის ღირებულების 2 057.28 ტონა🔵 2021 - 290 540 დოლარის ღირებულების 2 702.83 ტონა🔵 2022 - 233 590 დოლარის ღირებულების 2 149.77 ტონა🔵 2023 - 325 400 დოლარის ღირებულების 2 865.82 ტონა.

ეკონომიკა 1713513296

თერაპიული ხელი
„თერაპიული ხელი“ - შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც მძიმე პაციენტებს ახლობლის შეხებას შეუცვლის

ათათურქის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის ხელის ფორმის მოწყობილობა, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობენ, უქმნის შეგრძნებას, რომ ახლობლის ხელი უჭირავთ. კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოგონებაზე სახელწოდებით „თერაპიული შეხება“ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მოწყობილობის მიზანია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფ პაციენტებს მკურნალობის პროცესში დაეხმაროს.მოწყობილობას, მისი დატესტვის შედეგად, ინტენსიურ თერაპიებში მომუშავე ექთნების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.ადამიანის ხელის შეხების განცდის გარდა, მოწყობილობა შექმნილია იმ მიზნით, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს რეანიმაციაში მყოფ პაციენტებზე, რომლებიც ნათესავებს არიან მოწყვეტილები. ადამიანის კანთან მიახლოებული მასალით დამზადებულ „ხელს“ მწოლიარე პაციენტის ხელზე დებენ, მოწყობილობა პერიოდულად ხელის მოჭერის რეფლექსებსაც ასრულებს.სიახლის ავტორების თქმით, „ახლობლის ხელის“ შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როცა ნათესავები ვერ ახერხებდნენ პაციენტების მონახულებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. ასეთ დროს პაციენტი თავს მიტოვებულად გრძნობს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მოწყობილობა დადებით როლს შეასრულებს ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. ახლა მიმდინარეობს ისეთი ფაქტორების შესწავლა, როგორიცაა ახლობლების საუბარი და ბუნების ხმები.წყარო: jandacva.ge

სხვადასხვა 1713512467

ექსპორტი და იმპორტი
იანვარ-მარტში იმპორტი 5.3%-ით, ექსპორტი კი 9.3%-ით შემცირდა - საქსტატი

საქართველოში პროდუქციის ექსპორტიც და იმპორტიც შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4.699 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1.326 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3.373 მლრდ აშშ დოლარს (შემცირდა 5.3 პროცენტით).საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მარტში, 2.047 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (624.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (458.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (298.9 მლნ. აშშ დოლარი).ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (721.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (619.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (330.6 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 443.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 83.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (5.5 პროცენტი).ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 486.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 289.6 მლნ.აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვააირისებრი ნახშირწყალბადები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი).

ეკონომიკა 1713512293

თურქეთი
რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები ზაფხულში სამოგზაუროდ

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ზაფხულის სეზონისთვის უცხოეთში ტურების დაგეგმვა უკვე დაიწყო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ძირითადად რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველი ტურისტები მოგზაურობისთვის.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ გამყვანი ტურიზმის წარმომადგენლები აცხადებენ, ისევე როგორც წინა წლებში, მიმდინარე წელსაც დიდია მოთხოვნა საბერძნეთისა და თურქეთის ტურებზე.„გაიზრდება თურქეთისა და საბერძნეთის მიმართულებებზე მოთხოვნა. ამ ეტაპისთვის ძირითადად ეს მიმართულებებია მოთხოვნადი“, - განაცხადა OK Travel-მა „ბიზნესპრესნიუსთან“. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ და „ევრო ტურის“ საგზურის მოპოვებამ გავლენა მოახდინა გამყვან ტურიზმზეც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, დაგეგმილ მატჩებთან დაკავშირებით დიდია მოთხოვნა გერმანიის მიმართულებაზე.„როგორც ყოველთვის, წელსაც მოთხოვნადია ზაფხულისთვის თურქეთი, საბერძნეთი, ევროპის ქვეყნები, მაგრამ ახლა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ტარდება და მეტი ყურადღება გადატანილია აქეთკენ. მატჩების პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება იქნება გერმანია“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.ცნობისთვის, გასული წლის ზაფხულში საქართველოდან ყველაზე მეტი, 93 200 ვიზიტი თურქეთში განხორციელდა, 35 900 - სომხეთში, 32 400 - რუსეთში, 31 400 - ევროკავშირის ქვეყნებში, 3 100 - აზერბაიჯანში, ხოლო სხვა ქვეყნებში 28 700 ვიზიტი განხორციელდა.

საზოგადოება 1713512117

მოსახლეობა
როგორ აფასებს გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას და ვინ ლიდერობს მსოფლიოში

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წლევანდელი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” ჩათვლით, 3.7 მლნ ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ UNFPA-ს ბოლო ანგარიშში წერია.ასაკობრივი მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:🔵 15-64 წლის - მოსახლეობის 64%🔵  0-14 წლის - 21%🔵  10-24 წლის - 19%🔵  65 წლის და უფროსი ასაკის - 15%🔵  10-19 წლის - 13% მთლიანი შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 2.0 ბავშვია. 2023 წელს დაბადებული ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსალონელი ხანგრძლივობა მამაკაცებში 69, ხოლო ქალებში 79 წელია. UNFPA მონაცემებით, საქართველოს მოსახლებოის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, არ იცვლება.მსოფლიო ქვეყნებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ინდოეთი ლიდერობს, სადაც ამჟამად 1,442 მლრდ ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მეორე ადგილზე 1,425 მლრდ მოსახლეობით ჩინეთია. ფონდი ინდოეთის მოსახლეობის ზრდას ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დედების სიკვდილიანობის კლებას უკავშირებს. კერძოდ, UNFPA-ის მონაცემებით, თუ 1990 წელს მსოფლიოში დედების სიკვდილიანობის 26%-ი ინდოეთში ფიქსირდებოდა, ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის 8%-მდე შემცირდა. მკვლევარები ამ პროგრესს „ჯანმრთელობის ხარისხის სერვისებზე დედების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“ უკავშირებენ.რაც შეეხება ჩინეთს, გაეროს გათვლებით, ქვეყანამ დემოგრაფიულ პიკს 1,426 მლრდ ადამიანით 2022 წელს მიაღწია, რის შემდეგაც კლება დაიწყო. ჩინეთს ინდოეთის მოსახლეობა 2023 წლის აპრილის ბოლოს გაუტოლდა. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ საუკუნის ბოლომდე ჩინეთის მოსახლეობა შესაძლოა, მილიარდს ჩასცდეს, ხოლო ინდოეთის მოსახლეობა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სავარაუდოდ, გაიზრდება.

საზოგადოება 1713507707

ჯანდაცვა
საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა - როგორია სტატისტიკა

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის არც ისე სახარბიელო ადგილზეა. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში გამოქვეყნდა, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. მაშინ ქვეყანა ჯანდაცვის ანალოგიური 54.5 ინდექსით 78-ე ადგილზე იყო.Numbeo-ს ინდექსი ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, მათ შორის, ისეთი ფაქტორების ჩათვლით აფასებს, როგორიც არის აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ინდექსი, ასევე, ჯანდაცვის ადგილობრივ ინფრასტურქტურას, სერვისებს, რესურსებსა და მათზე ხელმისაწვდომობას აფასებს. რაც შეეხება მეზობლებს, კვლევაში მხოლოდ სომხეთი ვერ მოხვდა, საქართველო კი მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს. კერძოდ, ჯანდაცვის 47.7 ინდექსით აზერბაიჯანი 89 ადგილზეა. საქართველოს უსწრებს თურქეთი, რომელიც 70.7 ინდექსით გაცილებით წინ, 25-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთს 60.9 მაჩვენებლით 55-ე პოზიცია უკავია. ასევე, ოდნავ წინ არის ომში მყოფი უკრაინა, რომელიც 55.4 ინდექსით რეიტინგში 75-ე ადგილზეა.ჯანდაცვის ინდექსით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:🔵 ტაივანი 86.0🔵 სამხრეთ კორეა 82,7🔵 იაპონია 79,3🔵 ნიდერლანდები 78,9🔵 საფრანგეთი 78,1🔵 დანია 78,0🔵 ესპანეთი 77,6🔵 ფინეთი 77,3🔵 ტაილანდი 77,2🔵 ავსტრია 76.6Numbeo ხაზგასმით შენიშნავს, რომ მის მიერ შედგენილი ჯანდაცვის ინდექსი ეფუძნება მომხმარებლის მონაცემებსა და შეფასებებს, რომლებიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს და მიკერძოებულიც იყოს.„ამის მიუხედავად, ინდექსი შედარებითი ინსტრუმენტია ჯანდაცვის სისტემების შესაფასებლად და შესადარებლად სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, რაც ჯანდაცვის ლანდშაფტის გაგებას ეხმარება“, - წერს Numbeo.

საზოგადოება 1713507413