Brent-ის მარკის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე 0.67%–ით შემცირდა და ბარელზე $71.59 შეადგინა.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, სექტემბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0.57%-ით $66.43-მდე გაიაფდა.
1 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი თითქმის $7-ით შემცირდა. დღევანდელი ვარდნის შედეგად ფასები ივნისის მაჩვენებელს დაუბრუნდა. მის კიდევ უფრო გაიაფებას ირანთან გამწვავებული ურთიერთობები უშლის ხელს.