• Ƀ/$

კონდოლიზა რაისის განცხადებით 2008 წელს თბილისი ვაშინგტონის ძალისხმევით გადარჩა

10 აგვისტო 15:40 | მთავარი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი Washington Post-ის სტატიაში რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს და მოსკოვს 10 წლის წინ განხორციელუბული აგრესიის გამო კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. 

კონდოლიზა რაისის განცხადებით მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს ვასინგტონი საქართველოს არ დახმარებია. მისი თქმით კონფლიქტის დეესკალაციას აშშ ჯერ კიდევ ომამდე ცდილობდა უშუალოდ ომის დროს თბილისის აღება კი არ დაუშვეს.


ყოფილი სახელმწიფო მდივანი ლავროვთან გამართულ სატელეფონო საუბარსაც იხსენებს რომლის დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა, რაც შტატებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა, მისი თქმით ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნა შოკისმომოგვრელი აღმოჩნდა, რამაც რუსეთის რეალური ზრახვები დაადასტურა.


კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების თხოვნით ჩაერთო და შეთანხმების საბოლოო ტექსტშიც ცვლილებები აშშ-ის შუამდგომლობით შევიდა.


სტატიის დასასრულს  ყოფილმა სახელმწიფო მდივანს არც ომამდე რამდენიმე თვით ადრე ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ საქართველოსთვის MAP-ის გადაცემაზე უარის თქმა დავიწყებია. მან ასევე აღნიშნა რომ აშშ-ის ომთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა რეაქცია, რის შედეგადაც თბილისი გადარჩა, თუმცა პუტინმა მაინც მცდარი დასკვნები გამოიტანა, მომავალში კი იგივე აღარ უნდა განმეორდეს.


 


მსგავს თემაზე:


2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


გაეროდან რუსეთს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს


"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


სხვა სიახლეები