• Ƀ/$

კრემლი სანქციებზე საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება

10 აგვისტო 18:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვლდამიერ პუტინმა მოსკოვში უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. რომლის მთავარ განსახილველ თემას 22 აგვისტოს ასამოქმედებელი ამერიკული სანქციები და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენდა. 

სხდომამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის სანქციებს არამეგობრული და არალეგიტიმური უწოდა. პრემიერმა მედვედევმა კი ქმედება „ეკონომიკურ ომად“ შერაცხა და აღნიშნა რომ გადაწყვეტილება რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა.


ახალი ამერიკული სანქციები სკრიპალის საქმის გამოძახილია. შეზღუდვები ძირითადად ამერიკული ტექნოლოგიების რუსეთში ექპორტს ეხება, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან თავად მსგავს პროდუქციას ვერ აწარმოებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 90 დღის ვადაში მოსკოვმა ვერ წარმოადგინა ქიმიური იარაღის განადგურების დამადასტურებელი მტკიცებულება, სანქციები გამკაცრდება რომელიც შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობის სრული გაწყვეტითაც კი დასრულდეს.


დაანონსებული სანქციების შედეგად დავარდა რუბლის კურსი $1-ის საფასური 67.5 რუბლი გახდა რაც 2016 წლის მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა რუსული კომპანიების აქციების ფასებიც.


 


მსგავს თემაზე:


ამერიკული სანქციების ფონზე რუსული კომპანიები ფასს კარგავენ


დოლარის კურსი 66 რუბლს ასცდა. მიზეზი – ახალი სანქციების მზადებაა


სხვა სიახლეები