• Ƀ/$

4 წლის განმავლობაში ქართულმა ღვინომ ჩინეთში გაყიდვებით მე-18-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა

14 სექტემბერი 10:56 | ეკონომიკა

ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგისა და ჩინელი ღვინის იმპორტიორების 8-კაციანი ჯგუფი ქართული ღვინის საწარმოების მოსანახულებლად და დამზადების წესის ადგილზე გასაცნობად საქართველოს ეწვია.

ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს: „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა/ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „კახური ღვინის მარანი“, GWS, „თელიანი ველი“, „მეგობრების მარანი“, „ფაფარი ველი“, „ბადაგონი“, „ხოხბის ცრემლები“, „ვაზისუბნის მამულები“ და “მეღვინეობა ლუკასი“. მეთუნე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების პროცესს.


თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დაგემოვნდა.


დებრა მეიბურგის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ღვინის უნიკალურ სახეობებში.


„წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია.  მაგალითად,  ქართულმა ღვინომ მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე.  ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ ქართული ღვინის ამ წარმატებით აზიურ ბაზარზე. ამჯერად ჩვენი  ამოცანაა უზრუნველყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე“ - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.


ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.


 


მსგავს თემაზე:


რთველის დაწყებიდან 11 სექტემბრამდე 70 მილიონი ლარის ყურძენი გადამუშავდა


ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 8 თვეში $125 მლნ-ს გადააჭარბა


სხვა სიახლეები