• Ƀ/$

მონიტორინგის ჯგუფი შიდა ქართლში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

14 სექტემბერი 11:46 | ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, გორში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. 

მონიტორინგის ჯგუფმა სამხატვრო სკოლის, საბავშვო ბაღის, სანიაღვრე წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.


,,ვითარება არაერთგვაროვანია. ზოგიერთი პროექტი წარმატებითაა დამთავრებული, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არის პრობლემური პროექტებიც და არა მარტო გორში. ერთ-ერთი ასეთია სადგურის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღი, რომელმაც მოსახლეობის მართებული უკმაყოფილება გამოიწვია. ეს პროექტი, თავდაპირველი ხელშეკრულებით,  2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, სამწუხაროდ, შემსრულებელმა  კომპანიამ სამუშაოები ჯეროვნად ვერ შეასრულა და მასთან კონტრაქტი გაწყდა. ახლა ეს პროექტი, სამინისტროსა და გუბერნატორის ადმინისტრაციაში, განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები  ვადებში და ხარისხიანად დასრულდეს, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები“ – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.


მისივე თქმით, მონიტორინგი მოიცავს ყველა რეგიონს და გარკვეული პერიოდულობით, შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდება.


2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  250 მილიონი ლარის 770 ინფრასტრუქტურული  პროექტია დაფინანსებული, აქედან, შიდა ქართლში - 20 მილიონი ლარის 40 პროექტი.


 


მსგავს თემაზე:


შიდა ტურიზმი მეორე კვარტალში 5.2%-ით გაიზარდა 


დარიალის ხეობაში 1.7 კილომეტრიანი გვირაბი გაიხსნა


ქვეშეთიდან კობამდე მანძილი 35-დან 12 კილომეტრამდე შემცირდება


სხვა სიახლეები