• Ƀ/$

კრემლი კასპიის ფსკერზე მილსადენის გაყვანის პირობას ასახელებს

14 სექტემბერი 12:22 | ეკონომიკა

რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო საქმეთა ელჩმა იგორ ბრატჩიკოვმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მილსადენის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე გამორიცხულია, თუ ყველა კასპიისპირა ქვეყანა არ დაუჭერს მას მხარს. 

მისი თქმით, კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ კონვენციაში ნათქვამია, რომ მონაწილე ქვეყნებს მაგისტრალური მილსადენების გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ პროექტი აკმაყოფილებს ეკოლოგიურ მოთხოვნებს და იმ სტანდარტებს, რომლებიც შეთანხმებაშია მოყვანილი.


მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ირანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვის გაყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მაგრამ ძნელია იმის მტკიცება, რომ ეს შეთანხმება ყველა სახელმწიფომ ნებაყოფლობით გააფორმა.


შეთანხმებაში გათვალისწინებულია როგორც ზღვის, ასევე ტბის განაწილების საერთაშორისო წესები. რუსეთმა გარანტია მიიღო, რომ აკვატორიაში ვერც ერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ფლოტი ვერ განთავსდება. ამას გარდა იმავე შეთანხმებით რუსეთს შუააზიური ნავთობისა და გაზის ექსპორტის კონტროლის ბერკეტიც ჩაუვარდა ხელთ. 


 


მსგავს თემაზე:


კონგრესი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს


შვედი პოლიტიკოსები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაბლოკვას ითხოვენ


ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით 3 მლრდ კბ/მ გაზი გადაიტუმბა


კასპიის ბუნდოვანი კონვენციის ფონზე ბაქო ამტკიცებს, რომ ფსკერზე გაზსადენს გაიყვანს


სხვა სიახლეები