• Ƀ/$

განათლების სექტორის წილი ეკონომიკაში 10%-მდე გაიზრდება

14 სექტემბერი 13:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის მეშვეობით საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში გადასვლის პერსპეტივებზე ისაუბრა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2019 წლის შემოდგომაზე მთავრობა საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ 10 ან 11%-იანი წილი.


„21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერ-მინისტრის თქმთ, მთავრობა ასევე იწყებს რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებად.


„ამ რესურსების მოწოდებას მოახდენს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს მზაობას განათლების რეფორმაში მონაწილეობისთვის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა. ბევრი მათგანი დღევანდელ შეხვედრას ესწრება და  მინდა, მათ დიდი მადლობა გადავხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების რეფორმა განხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.


 


მსგავს თემაზე:


განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა პრიორიტეტად გამოცხადდა


16 წლის ქართველმა ბიჭმა Google-ის საძიებო სისტემის კონკურენტი პროგრამა შექმნა


სხვა სიახლეები