• Ƀ/$

"შკოდასა" და ქართულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი განიხილება

14 სექტემბერი 15:14 | ეკონომიკა

საქართველოსი ვიზიტად მყოფმა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოვიდა. 

მარტა ნოვაკოვას თქმით ჩეხეთის კომპანიები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში თბილისსა და ბათუმში ელექტრო ავტობუსების მიწოდებასთან დაკავშირებით.


„ჩვენ დაინტერესებული ვართ, „ენერგო პროს“ მსგავსად, ამ ბაზარზე ოპერირებით. ჩემთან ერთად საქართველოში 25 მეწარმეა ჩამოსული, რომლებიც ახალი ბიზნესის წამოწყებითაა დაინტერესებული. ჩვენ განვიხილეთ ჩეხურ „შკოდა“-სა და ქართულ კომპანიას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების შესაფერის ლოკომოტივებს აწარმოებს. აღნიშნული ლოკომოტივები მოემსახურება როგორც ქართულ რკინიგზას, ასევე შესაძლებელი იქნება მათი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დასაქმებას,” - განაცხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.


 


მსგავს თემაზე:


საქართველოში "შტადლერის" რეგიონული ქარხანა აშენდება


სხვა სიახლეები