• Ƀ/$

კახეთში ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 110 მლნ-ს მიაღწია

14 სექტემბერი 15:56 | ეკონომიკა

კახეთში რთველის შედეგად, 14 სექტემბრის მდგომარეობით 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი 110 მილიონ ლარს შეადგენს. 

“რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გაეცნო.


მთავრობის მეთაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად “რთველი 2018”-ის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც პროცესის შეუფერხებლად წამართვის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.


ლევან დავითაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ “რთველი 2018” ორგანიზებულად, წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ ყოფილა.


“კახეთში რთველი მიმდინარეობს წარმატებით. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩაბარებულია დაახლოებით 60 ათასი ტონა ყურძენი და მოსახლეობამ თითქმის 110 მილიონი ლარი მიიღო. გასული წლის მონაცემთან შედარებით, ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან ერთად, დღეს დავათვალიერეთ ბიოწარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში განვავითაროთ ორგანული პროდუქციის და სასმელის წარმოება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივზე, რომელიც ძალიან დიდ საგადასახადო სტიმულს მისცემს საქართველოში ორგანული პროდუქციის წარმოების კიდევ უფრო განვითარებას. ეს არის სწორედ ის ნიშა, რომელიც ჩვენ უნდა დავიკავოთ საერთაშორისო ბაზარზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 


მსგავს თემაზე:


ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 8 თვეში $125 მლნ-ს გადააჭარბა


4 წლის განმავლობაში ქართულმა ღვინომ ჩინეთში გაყიდვებით მე-18-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა


სხვა სიახლეები