სოფლის მეურნეობა
ყველი
„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
კურორტი საირმე
რა საინვესტიციო ვალდებულებით გადასცემს სახელმწიფო „კურორტ საირმეს“ 1 368 ჰა მიწას 49 წლით? - განკარგულება

მთავრობის 609 განკარგულებით, სახელმწიფო „კურორტ საირმეს“ ვანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 49 წლიანი იჯარით, წელიწადში 1 000 ლარად 13 687 749 კვ.მ მიწის ფართობს გადასცემს. საუბარია, 65 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო ფართებზე და საძოვრებზე. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 24 აპრილს გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, 8 წლის განმავლობაში კომპანიამ 750-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. ასევე, განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტერასები და ტრასები.განკარგულებაში გაწერილია გრაფიკი, რომლითაც "კურორტმა საირმემ" ვალდებულებების შესასრულებლად ₾80 მლნ-ის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ასევე კომპანიამ მომდევნო 8 წლის განმავლობაში, უნდა დაასაქმოს 100 ადამიანი არანაკლებ 2 წლის ვადით.მიწებს კომპანიას ქონების ეროვნული სააგენტო მას შემდეგ გადასცემს, რაც საინვესტიციო თანხის 5%-ს საბანკო, გაუხმობ გარანტიად წარადგენს.სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2001 წელს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი თემურ კოხოძეა. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი, ანა ჯანიაშვილი.

საზოგადოება 1714042367

თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summitღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor.

ბიზნესი 1714041145

 ავტომობილების ექსპორტი
საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 65%-ით შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში 48.457 მილიონი დოლარის ღირებულების 2601 ავტომობილი ექსპორტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 51.226 მლნ აშშ დოლარით ანუ 51,3%-ით შემცირდა, რაოდენობა კი 4747 ერთეულით, ანუ 64.6%-ით.2023 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანში 99,683 მილიონი დოლარის ღირებულების 7348 ავტომობილი ექსპორტირდა.

ეკონომიკა 1714040408

სიცხე
ტაილანდში წელს სიცხის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში წელს სიცხის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას france24-ი ავრცელებს. ბანგკოკის საქალაქო ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ექსტრემალური სიცხის ( 52 გრადუს ცელსიუსი) შესახებ გააფრთხილა.ტაილანდის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ ოთხშაბათს 40.1 გრადუსს მიაღწია და მსგავსი ტემპერატურაა ნავარაუდევი დღესაც.ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან 17 აპრილამდე სითბური ინსულტისგან 30 ადამიანი გარდაიცვალა.

საზოგადოება 1714040214

ავტოიმპორტი
ქართული ავტობაზარი ჩინურ მანქანებს ტესტავს, რამდენად გაამართლებს - ალექსი ნონიაძე

ამჟამად, ქართული ავტობაზარი ჩინურ მანქანებს ტესტავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განუცხადა.მისი თქმით, საქართველოში ჩინეთიდან მანქანების იმპორტის ზრდა შეინიშნება. ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2024 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში 5 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 80%-ით აღემატება. ამასთან, 658%-ით გაიზარდა იმპორტი 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, როცა საქართველოდ ჩინეთიდან 687 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილი შემოიყვანეს. რაც შეეხება ელექტრო ავტომობილების იმპორტს, აქაც აღმავალი ტრენდი ფიქსირდება.„თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩინური მანქანების წილი ქართულ ბაზარზე დღეს ძალიან მცირეა და მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლები უკავშირდება იმას, რომ წინა წლებში ჩინური მანქანების იმპორტი თითქმის არ ხდებოდა, ან ძალიან მცირე რაოდენობით ხდებოდა“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.ავტოდილერების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდას ხელი, შესაძლოა, ახალმა რეგულაციამ შეუწყო, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის იანვრიდან, საქართველოში 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება აიკრძალა, ახალ ავტომობილებზე წამოვიდა მოთხოვნა. ჩინეთი კი ერთ-ერთია იმ ბაზრებიდან, საიდანაც ახალი და ამავე დროს, შედარებით ბიუჯეტური ავტომობილების ჩამოყვანაა შესაძლებელი.„ახლა ქართული ბაზარი ჩინურ მანქანებს ტესტავს, რამდენად გაამართლებს მათი შემოყვანა საქართველოში და შემდეგ გამოიკვეთება, კიდევ გაგრძელდება თუ არა ჩინეთიდან იმპორტი“, - განმარტა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.რაც შეეხება საავტომობილო ბიზნესში არსებულ სხვა სიახლეებს და რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე - ექსპორტის კუთხით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ავტოდილერები მცირე ზრდაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანები ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში იყიდება. საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი 20 ათასი დოლარის ღირებულების მანქანებია, მაშინ როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 10 ათასი დოლარის ფარგლებში იყო.ადგილობრივ ბაზარზე კი ისევ საავტომობილო პროფიციტია და კვლავ ფინანსური კრიზისის წინაშე არიან ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანები. საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ავტოდილერების უმეტესობას უწევს ჩამოყვანილი მანქანები არათუ თვითღირებულებით, არამედ, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში გაყიდოს, რადგან, თვეებია ჩამოყვანილი ჰყავთ მანქანები და რეალიზაციას ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე, ავტომობილების იმპორტის მაჩვენებლებში კვლავ კლება ფიქსირდება. მაგალითისთვის, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 258 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 36%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ბიზნესი 1714039193

ენგური ატრაქცია
„ენგური ატრაქცია“ სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის - ნიკა ანთიძე

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ კაშხალს შორის შემავალმა „ენგურჰესმა“ ტურისტული დატვირთვა 2022 წლიდან შეიძინა. ამ პერიოდიდან მოყოლებული „ენგურჰესი“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს შთამბეჭდავი ტურებით ემსახურება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენგური ატრაქცია ყოველდღიურად ვითარდება, რაც ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.როგორც „ენგური ატრაქციას“ დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, დიდი მოლოდინია იმის, რომ უახლოეს პერიოდში ადგილზე ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.„მოგეხსენებათ, „ენგურჰესი“ ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და ის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „ენგურჰესი“ მსოფლიო მასშტაბით 10-ეულში შედის როგორც სიმაღლით, ისე ფართობით. ამიტომ მოლოდინები დიდია.ვვითარდებით ინფრასტრუქტურულად და განვითარება გულისხმობს, რომ ვიზიტორებისთვის გვაქვს კინოთეატრი, სადაც ვაჩვენებთ 9-წუთიან ფილმს  „ენგურჰესის“ მშენებლობის ისტორიაზე. აქ ასევე ვაჩვენებთ ანიმაციას, იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჰესი. გვაქვს ასევე არაჩვეულებრივი მხატვრის ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა-გალერეა. გვაქვს სუვენირების მაღაზიები, კაფეები. ასევე ემოციების გამოხატვის ოთახი. სულ ცოტა ხანში ამუშავდება კედელზე ჩოხის ატრაქცია. უკვე შემოგვეხმიანენ ადამიანები, რომელთაც ზიპლაინის მოწყობა უნდათ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საინტერესო გავხადოთ ჩვენთან სტუმრობა და ველით, რომ ვიზიტორების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება“, - აცხადებს  ნიკა ანთიძე.ნიკა ანთიძის განცხადებით, ატრაქცია ნელ-ნელა სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ვიზიტორებისთვის ასევე ინვესტორებისთვის.„2018 წელს შეიქმნა პროექტი, რომელიც  „ენგურჰესის ატრაქცია“ მსოფლიო დონის ობიექტად უნდა ექცია. ამ პროექტის ღირებულება 100 მლნ ლარი იყო. მე ცოტა სხვანაირად შევხედე პროცესს, რადგან ვიფიქრე, რომ ჯერ უცნობ ლოკაციაში ამ თანხის ჩადება ლოგიკური არ იყო. მთავარ მიზნად დავისახეთ ცნობადობის გაზრდა და ამას უკვე გარკვეულ დონეზე მივაღწიეთ. ჩვენი ობიექტი უკვე საინტერესოა ინვესტორებისთვის. მაგალითად ზიპლაინის გააკეთებს ინვესტორი, რომელიც თავად დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ჩვენ შევთანხმდით და უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე ვფიქრობ, რომ უკვე ზიპლაინი ამოქმედდება.რაც შეეხება კედელზე ცოცვას, ეს უკვე წელსვე იქნება ვიზიტორებისთვის შეთავაზებული. ასევე იგეგმება გარე ნაწილში ლიფტების გაკეთება და სხვადასხვა საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა ნიკა ანთიძემ.აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისიდან დღემდე „ენგური ატრაქციამ“ ჯამში  110 000 ვიზიტორს უმასპინძლა.energynews.ge 

სხვადასხვა 1714039125