• Ƀ/$

USAID სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

11 ოქტომბერი 18:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი USAID-ის დირექტორს, პეტერ ვიბლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს მადლობა გადაუხადა აგრარული დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოოპერაციული მეურნეობების განვითარებისა და სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის საკითხებს, ასევე, ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.


პეტერ ვიბლერმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ USAID მომავალში კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.


მსგავს თემაზე:

USAID-ის ახალი $7.5 მლნ-იანი პროგრამა ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად



სხვა სიახლეები