• Ƀ/$

ჰამენეი ირანის ეკონომიკური პრობლემებით შეშფოთებულია

11 ოქტომბერი 18:19 | ეკონომიკა

ირანის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გამო დავარდა, განაცხადა ისლამური რესპუბლიკის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ.

სულიერმა ლიდერმა ხელისუფლებას დაავალა, სასწრაფოდ მოაგვაროს ირანის ეკონომიკური პრობლემები.


ჰამენეიმ ირანის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე თეირანში განაცხადა, რომ მაღალი ფასები და დაბალი შემოსავლები მოსახლეობის ცხოვრების პირობებს აუარესებს და ეს განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებს ეხება.


მისი აზრით, ირანის პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ქვეყანაში ერთობის ატმოსფეროს შექმნა.


„არ არსებობს ისეთი კრიზისი და პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. ხელისუფლებამ ამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს. სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი, რათა მოგვარდეს ბანკების, ლიკვიდობის, უმუშევრობისა და ინფლაციის პრობლემები“, – განაცხადა ჰამენეიმ.


მისივე თქმით, ირანმა აშშ–ის სანქციებს საკუთარი ბუნებრივი რესურსები უნდა დაუპირისპიროს.


ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 2015 წელს შეჩერებული სანქციების ამოქმედების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა. თეთრი სახლი ნავთობკომპანიებს მიუთითებს, ნოემბრიდან აღარ შეისყიდონ ირანული ნავთობი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციების სიაში მოხვედრა დაემუქრება.


მსგავს თემაზე:

ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმება გაწყვიტა


ირანი, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ნავთობმოპოვების შემცირებას არ აპირებს



სხვა სიახლეები