• Ƀ/$

აშშ და თურქეთი სანქციების გაუქმებაზე შეთანხმდნენ

12 ოქტომბერი 10:05 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაშინგტონი და ანკარა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებისა და თურქეთისთვის ამერიკული სანქციების გაუქმებაზე შეთანხმდნენ, - წერს გაზეთი The Washington Post.

მაღალჩინოსნებსა და ბრანსონის საქმეში ჩახედულ სხვა წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ პასტორი დღეს, 12 ოქტომბერს შეიძლება გათავისუფლდეს შინაპატიმრობიდან. თავის მხრივ, გამოცემის ცნობით, ამერიკის ადმინისტრაციამ ბრანსონის საქმის გამო თურქეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების პირობა დადო.


გაზეთის ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის უცნობია აშშ-სა და თურქეთს შორის „საიდუმლო გარიგების“ შესახებ, - წერს სააგენტო როიტერი.


თურქეთში ამერიკელი პასტორის დაკავების გამო ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. თეთრმა სახლმა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს 1-ლი აგვისტოდან სანქციები დაუწესა იმის გამო, რომ ამერიკელ პასტორს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო და თეთრ სახლს ამ ნაბიჯზე უარი თქმისკენ მოუწოდა.


მსგავს თემაზე:

გაცვლის თუ არა თურქეთი ლირას ამერიკელ პასტორში?



სხვა სიახლეები