• Ƀ/$

კონკურენციის სააგენტომ საქსტატთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

12 ოქტომბერი 11:47 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ და საქსტატმა კონკურენციის პოლიტიკის წარმართვის პროცესში, სტატისტიკური მონაცემების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელშემწყობი პირობაა დროულად და ეფექტურად განხორციელდეს შეხვედრები და   კონსულტაციები; მუდმივ რეჟიმში წარიმართოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დაცული ინფორმაციის, კვლევებისა და სხვა მონაცემების კონკურენციის სააგენტოსათვის მიწოდება; ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების  მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კონკურენციის სფეროში, ბევრი კარგი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება იქნება შესაძლებელი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ისე კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებს ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ მუშაობას“, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა მემორანდუმის გაფორმებისას.


„მემორანდუმის ფარგლებში საქსტატი კონკურენციის სააგენტოს უზრუნველყოფს მისთვის საჭირო, სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით. ასევე  კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს, სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. საქსტატი იღებს ვალდებულებას, განიხილოს  კონკურენციის სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევები და სააგენტოს მიერ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მოახდინოს მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა“ - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.


მსგავს თემაზე:

სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქსტატთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა


ბიზნესომბუდსმენმა საქსტატთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა



სხვა სიახლეები