• Ƀ/$

განათლების დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება

12 ოქტომბერი 12:31 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში რეფორმებსა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობას ეხებოდა. 

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს და ეს, პირველ რიგში, განათლების სექტორს უკავშირდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხსა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს განათლების მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას იმისთვის, რომ საქართველო ადამიანური კაპიტალის  განვითარების კუთხითაც გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი ქვეყანა.


ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის სოციალურ პოლიტიკასა და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ისაუბრა სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.


ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება.


მსგავს თემაზე:

განათლების ექსპორტი – საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა


განათლების სექტორის წილი ეკონომიკაში 10%-მდე გაიზრდება



სხვა სიახლეები