• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრმა ბრიტანულ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

12 ოქტომბერი 15:22 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე სასაუბროდ გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრს, ჯორჯ ჰოლინგბერის შეხვდა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებით.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის სავაჭრო მისიის ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი სავაჭრო მისიების ჩატარება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლების მანძილზე გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის 8 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 14 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 37 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ რეალური პოტენციალი გაცილებით დიდია და მხარეებმა ძალისხმევას უნდა მიმართონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ქართული მხარის განცხადებით, ბრექსიტის მოვლენების ფონზე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას. მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების ორმხრივ ფორმატში გადატანის კუთხით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები შესაბამისი უწყებების ჩართულობით.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ავიამიმოსვლის განვითარებამ და ახალი რეგულარული რეისების დანიშვნამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა. 2017 წელს ზრდამ 45 პროცენტი, 2018 წლის 9 თვეში კი 43 პროცენტი შეადგინა.


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში ძველი ფულის გადახურდავებაზე უარი განაცხადეს


ბრიტანეთში ყველაზე მძლავრი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა


მამუკა ბახტაძემ ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა



სხვა სიახლეები