
1760595087
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
1760537535
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში, გამონაკლისი მხოლოდ თურქეთის დედაქალაქი ანკარაა.Numbeo-ს მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება ასე გამოიყურება: ანკარა, თურქეთი - 8.95 დოლარი თბილისი, საქართველო 14.81 დოლარი ბაქო, აზერბაიჯანი - 17.65 დოლარი ერევანი, სომხეთი - 23.37 დოლარი მოსკოვი, რუსეთი - 37.87 დოლარი ამასთან, Numbeo-ს მიხედვით, (რეიტინგში სულ 225 ქალაქი მოხვდა) ყველაზე ძვირი ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტი ლონდონშია, რომელიც 241.69 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთის ქალაქ კოლკატაში, იქ გადასახადი მხოლოდ 2.56 დოლარს შეადგენს.ცნობისათვის, საერთაშორისო კვლევით პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
1760853420
1760771536
"ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა" - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები ჩატარდაერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.„განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
1760768281
ინდოეთი, იორდანია, ისრაელი - ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოში ჩამოდიანუცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა და იქვე დაამატა, რომ „სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე“.ოფიციალური მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ჯამში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო, ხოლო 44 კერძოა.ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წელს, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 188 ათასი შეადგინა, საიდანაც 20% უცხოელ სტუდენტებზე, მოდის.უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის თანახმად, 2024-25 სასწავლო წელს ქვეყანაში 37 125 უცხოელი სტუდენტი იყო, რაც 20.9%-ით მეტია, წინა წლის მაჩვენებელზე. 2023-24 წელს უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 30 701 იყო.ამასთან, 2024-25 სასწავლო წელს 29 857 უცხოელი კერძო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 7 268 - სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, გამოდის, რომ უცხოელი სტუდენტების მხოლოდ 19.5% სწავლობს სახელმწიფო სასწავლებელში.მონაცემების მიხედვით, უცხოელი სტუდენტების 55% ინდოეთზე მოდის, შემდეგ პოზიციებზეა იორდანია 7%-ით და ისრაელი 6%-ით.უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს: ინდოეთი - 20 319 იორდანია - 2 487 ისრაელი - 2 210 პაკისტანი - 1 186 სუდანი - 1 774 გაერთიანებული სამეფო - 1 179 ეგვიპტე - 1 050 ლიბანი - 980 აზერბაიჯანი - 860 ნიგერია - 618 bpn.ge
1760699587
1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურებაფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589ვიდეო ინსტრუქცია: სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.
სხვა სიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიანი დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს, – აღნიშნულის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სანაცვლოდ, კრემლი, სავარაუდოდ, მზადაა, განიხილოს ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილების დათმობის საკითხი, რომლებიც რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა მიუღებლად მიიჩნიეს. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ეს „უკრაინელებისთვის საკუთარი ფეხის გაყიდვის მცდელობას ჰგავს“.1tv.ge
მსოფლიო • 1760855400

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში, გამონაკლისი მხოლოდ თურქეთის დედაქალაქი ანკარაა.Numbeo-ს მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება ასე გამოიყურება: ანკარა, თურქეთი - 8.95 დოლარი თბილისი, საქართველო 14.81 დოლარი ბაქო, აზერბაიჯანი - 17.65 დოლარი ერევანი, სომხეთი - 23.37 დოლარი მოსკოვი, რუსეთი - 37.87 დოლარი ამასთან, Numbeo-ს მიხედვით, (რეიტინგში სულ 225 ქალაქი მოხვდა) ყველაზე ძვირი ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტი ლონდონშია, რომელიც 241.69 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთის ქალაქ კოლკატაში, იქ გადასახადი მხოლოდ 2.56 დოლარს შეადგენს.ცნობისათვის, საერთაშორისო კვლევით პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
საზოგადოება • 1760853420

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს,რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.შედეგად, სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით.„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას გუშინ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შესახებ.როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, გუშინ, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
საზოგადოება • 1760794017

„ნებისმიერმა ხელის ხლებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ამოძრავება - ვაშლიჯვარს მოჭრილი აქვს ფუძე“, - ამის შესახებ გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მეწყრული ფერდია, რომელიც შეიძლება, მიწისძვრის, დიდი ნალექის, მშენებლობების, კომუნიკაციებისა და თუ სანიაღვრე სისტემების გაყვანის შედეგადაც კი დაიძრას.აქვე შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვარში, ნაპრალები ჯერ კიდევ გასულ წელს, იქ მიმდინარე მშენებლობების პარალელურად გაჩნდა.“მე არ მგონია, რომ ვაშლიჯვართან მიმართებით რამე შეცვლილიყო. ის გზა, რაც იქ არის გაყვანილი, მეწყრის თავზე გადის და მეწყერს ჩაუჭრეს ფუძე.მე ვიცი ერთი რამ, ეს არის მთლიანად მეწყრული ფერდი, რომელიც უკვე ათობით ათასი წელი არის წონასწორობაში გარემოსთან. ნებისმიერმა ხელის ხლებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ამოძრავება. რამდენად არის ვაშლიჯვრის მეწყერი დაზიანებული, სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს.რა დღეშიც ახლა არის, როდესაც მოჭრილი აქვს ფუძე, არ ვიცი იქ რისი გაკეთება შეიძლება... საერთოდ, მეწყერი ისეთი რამეა, როდესაც მიდის, მერე რაღაც დაბრკოლებას აწყდება და ჩერდება, მოდის წონასწორობაში. მეწყერს ამ დაბრკოლებას თუ მოაშორებ, მან შეიძლება დაიწყოს ისევ მოძრაობა. აი სწორედ ეს ფუძე არის მოჭრილი და გზა გაყვანილი. თავის დროზე, საქართველოს სამხედრო გზა ისე იყო გაყვანილი, რომ მეწყერს არ შეხებიან მშენებლები, რადგან ჩვენი სპეციალისტები ერთ-ერთი საუკეთესო იყვნენ მსოფლიოში. მეწყერს მთლიანად აარიდეს. ვგულისხმობ, ახლანდელ აღმაშენებლის ხეივანს და ა.შ.რაც შეეხება მეწყრის დაძვრას, ამის პროვოცირება ბევრმა რამემ შეიძლება მოახდინოს, მიწისძვრამ, დიდმა ნალექმა, ჭარბმა მშენებლობებმა, კომუნიკაციების თუ სანიაღვრე სისტემების გაყვანამ და ა.შ.“- ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.წყარო: ბიზნესპრესნიუსი
საზოგადოება • 1760779260

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.„განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
საზოგადოება • 1760771536

დღევანდელი დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა ეპოქის ნაცნობი კლიშეებისგან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს უზარმაზარი მოთხოვნაა ახალ ამბებზე, რომლებიც განსხვავდება გაცვეთილი დასავლური პროპაგანდისგან.„სიმართლე გითხრათ, დღევანდელი [დასავლური პროპაგანდა] დიდად არ განსხვავდება საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი კლიშეებისგან, საბჭოთა პერიოდისგან, როგორც ეს ამ ოთახში მყოფთა უმეტესობამ იცის. ასე მუშაობენ ისინი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი წლების განმავლობაში ასწავლიდა რუსეთს სიტყვის თავისუფლებას და ახლა მისი აკრძალვა სურს.
მსოფლიო • 1760771395