საზოგადოება
არადეკლარირებული
სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატი გამოავლინეს.არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

1757414730

1757398171

„ემიგრაციას ყველაზე მეტად დაექვემდებარა სოფლის მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში“

სოფლებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყანა დატოვა. ასეთი რეალობა სოფლებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.2014-წლიდან 2024-წლამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგი. თუ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს ეს რაოდენობა 1 490 900-მდე შემცირდა.აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა.ბოლო წლების ტენდენცია ძალიან საყურადღებოა, ამიტომ სპეცილიასტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, ისეთი, როგორიც მოსახლეობას სოფლად დაამაგრებს.მოსახლეობის ქალაქად და საზღვარგარეთ მიგრირებაზე და სოფლებში ხალხის დამაგრებაზე ისაუბრა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ და განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობაში აუცილებელია იმ სტანდარტების მიღწევა, რითაც ქალაქად მცხოვრებლები სარგებლობენ.„ის, რომ ადგილი აქვს სოფლიდან მიგრაციას, როგორც მსხვილ ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ, ეს არ არის წმინდა ქართული ნოუ ჰაუ, რადგან გლობალური პროცესისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და აქ საქართველოს ეწერება.90-იან წლებში გართულებულმა ვითარებამ, როდესაც ეკონომიკური კოლაფსს ჰქონდა ადგილი, წინა პლანზე წამოსწია სწორედ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თვითგადარჩენის და თვითშენახვის ეგზისტენციური აუცილებლობა და ამით მოხდა, როგორც სოფლად, ისე ქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, ადგილი ჰქონდა ქალაქად დეინდუსტრიალიზაციას, ხოლო სოფლად აგრარული წარმოების ეკონომიკური ფუნქციის დაკნინებას. ახლა მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავზარდოთ და მკვეთრად შემოვაბრუნოთ ტალღა.სოფლად დარჩენილი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის აუცილებელია იმ სოციალური და საყოფაცხოვრებო სტანდარტების მიღწევა და დაცვა, რითაც სარგებლობენ ქალაქად მაცხოვრებლები ან კიდევ მოწინავე საბაზრო ეკონომისი ქვეყნები.საყოფაცხოვრებო პირობების ადგილზე გაუმჯობესების ნაცვლად, ბევრი ადამიანი ცდილობს, იმ ქვეყნებს მიაშუროს, სადაც ცხოვრების დონე და შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია და ეს განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს შეეხება.ემიგრაციას ყველაზე მეტად დაექვემდებარა სოფლის მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში და თუ ავიღებთ ოფიციალურ სტატისტიკას, აღმოჩნდება, რომ მართალია, ქალაქის მოსახლეობაც მცირდებოდა, მაგრამ კლების მასშტაბი ორჯერ უფრო უსწრებდა სოფლად, ქალაქის ანალოგიურ მაჩვენებელს. დღეისათვის, სოფლად ძალიან ბევრი ადგილია გაუკაცრიელებული, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მოახლოების მედიანური ასაკი გადასცდა ქალთა ზედა ფერტილური ასაკის დონეს, ანუ 49 წელს. ფაქტიურად, ასეთ რეგიონებში იბადება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იღუპება და ამისათვის საჭიროა აქტიური ღონისძიებების გატარება", - განუცხადა „რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.ასეთი მდგომარეობა მეურნეობას ძალიან დიდ პრობლემას უქმნის, რადგან ზოგიერთ სოფელში მიწა ფაქტიურად არ მუშავდება, მოსახლეობის სიმწირის გამო.პრობლემაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტმა ჯუმბერ ფანჩულიძემ და განაცხადა, რომ საქმე იმდენად მძიმეა, ძალიან რთულია ქართველი მუშა ხელის მოძიებაც.„არაფრით არ შეიძლემა ამ საკითხით მოუგვარებლობა. ადრე, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, 2004 ან 2025 წელს, პროდუქციაზე ბაჟი მოხსნა და შედეგად შემოიტანეს დაბალი ხარისხის, იაფიანი და შხამქიმიკატებით სავსე საკვები, რამაც ადგილობრივი ფასები დააგდო, გლეხმა კი მოწეული პროდუქცია ვეღარ გაყიდა, ამიტომ მიატოვა მიწა, წავიდა ქალაქში ანდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღეს კი გაბატონებული არის დისტრიბუციის მაფია, იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე, რაც სახელმწიფომ ვერ დაარეგულირა.სოფლის მეურნეობა მისახედია, რისთვისაც ხალხია საჭირო, მაგრამ მოსახლეობამ რა ქნას, არსებობა უნდა, ცხოვრება უნდა და მიდიან ქალაქებში ან საზღვარგარეთ ემიგრაციაში. შედეგად მუშა ხელი აღარ გვყავს და იმდენად ნაკლებობაა, რომ მშენებლობაზეც კი უცხოელები მუშაობენ. ქართველებს მუშაობა არასოდეს არ ეზარებოდათ, მაგრამ ანაზღაურება აღარ არის", - უთხრა ჯუმბერ ფანჩულიძემ „რეზონანსს".წყარო: რეზონანსი

1757335073

მამისგან საჩუქრად მიღებული 83 500 ლარი, რამდენიმე უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორი

შპს „სთარინგ ჯორჯიას“, რომლის მფლობელობაში მხოლოდ „ბლექსი არენა“ იყო, მიმდინარე წლის ზაფხულში ჯერ ფილარმონია, შემდეგ კი შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ გადაეცა.აღნიშნული კომპანია პროექტებს სახელმწიფო სუბსიდირებით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მსოფლიო ვარსკვლავები სტუმრობენ.აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „ბლექ სი არენა“ ერთ-ერთია იმ სახელმწიფო საწარმოებს შორის, რომელიც დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე.კომპანია „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორია თამარ ჩხაიძე. „ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად სწორედ მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.როგორც მის მის მიერ მიმდინარე წლის იანვარში შევსებული დეკლარაციიდან ჩანს, თამარ ჩხაიძეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.რაც შეეხება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობას, დოკუმენტის მიხედვით, თამარ ჩხაიძის სახელზეა: 243,2 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2022 წელს 275 730 აშშ დოლარად შეიძინა; ასევე სამი სარდაფი, რომელთა ჯამურ ღირებულება 10 260 აშშ დოლარია. ხოლო მის მეუღლეს ეკუთვნის 73.9 კვ.მ. ბინა თბილისში, რომელიც 2018 წელს 42 490 აშშ დოლარად შეიძინა, ასევე მის საკუთრებაშია 4000 აშშ დოლარად შეძენილი ავტოფარეხი.ამასთან, თამარ ჩხაიძეს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 7654 ლარი და 100 დოლარი ჰქონდა.ამავე დოკუმენტის მიხედვით, თამარ ჩხაიძემ ერთ წელში მამისგან საჩუქრად ჯამში, 83 500 ლარი მიიღო.bpn.ge

1757331131

ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება და ახალი ხედვა სულ მალე გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პირველადი გეგმა. ოპტიმიზაცია საწარმოებში უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული გეგმით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი ნახა. თანხის ეს მოცულობა ორი ძირითადი მდგენელისგან შედგება, პირველი ეს საკადრო ოპტიმიზაციაა და მეორე უშუალოდ პროექტების, შესყიდვებისა და სხვა რიგი ღონისძიებების ოპტიმიზაციით მიღებული დანაზოგი.მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიემართება საწარმოების შემდგომი გაძლიერებაში, შემდგომ გაჯანსაღებაში, მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში, რასაც უდიდესი გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ გაძლიერებაზე, სექტორულ გაძლიერებაზე. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს და ახალ ხედვებს წარმოვადგენთ უშუალოდ სექტორული და საწარმოების გაჯანსაღება განვითარების კუთხით, რასაც მომავალში საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა."ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მთავრობამ წელს ჯამში 700 მლნ ლარამდე დაზოგა.


სხვა სიახლეები
bog
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა ჯილდოს 5 ფინალისტი, რომელთაგან  ერთ-ერთი 30 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდო ფინალისტები გახდნენ: ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი. ფინალისტებს საქართველოს ბანკი დააჯილდოებს, გამარჯვებულს კი კონკურსის გენერალური სპონსორისგან — „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge  

ბიზნესი 1757424933

ლარი
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.6921ლარია.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.76 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1651 ლარი გახდა.1.45 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6556 ლარი გახდა.ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.52 თეთრი შეადგინა.

ეკონომიკა 1757424083

tbc
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით,  9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა - „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“  გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან.ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე - სხვადასხვა ქვეყნიდან.პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე - უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები. ბიზნესგამოფენაზე 50- მდე ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გამოფენის პარალელურად, თავიანთ ბიზნესს უზბეკ მომხმარებელს სცენიდან გააცნობენ.კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. კონფერენციაზე მონაწილეები პირადად შეხვდებიან სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელს  თუ ინვესტორს და  გამართავენ B2B შეხვედრებს.კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესების წარმომადგენლებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით. გამომსვლელებს შორის იქნება ნუკრი თეთრაშვილი, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი.კონფერენციის მეორე ნაწილში უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის - ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმ საკონტაქტო პირების შესახებ, რომლებიც ბიზნესებს აღნიშნული პროცესების ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებიან.ბიზნესგამოფენაზე დასასწრებად, ასევე,  ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: გამოფენა | Sales Associationწარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ბიზნესი 1757416742

solo
ისარგებლეთ City Mall-ში 40% ქეშბექით SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას

SOLO მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების გაკეთებას განაგრძობს და 13,14 სექტემბერს SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანში 40%-იანი  ქეშბექით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.  (მაქსიმუმ 300 ლარი თითოეულ ბრენდში)აქცია ვრცელდება შემდეგ მაღაზიებში:·       The North Face·       Diesel·       Napapijri·       Timberland·       Scotch & Soda·       Magellan·       Top Sport·       Adidas·       Puma·       Under Armour·       Giordano·       Replay·       Karl Lagerfeld·       Marc O'Polo/Hackett/Lion Of Porches·       Dan John·       Corner·       OVS·       Studio By Shoes Gallery·       Shoes Loft·       Aw Lab, Scarpiera·       Corso Italia·       Mon Chou·       Petit Bateau·       Jacadi·       Okaidi·       Carter’s·       Dressarium Kids·       Bambino/Bata·       Miniso·       XS Toys·       Pepela·       Miniso·       Biblusi·       Sulakauri·       Ollivander’s Store·       Planetarium·       Ambiente·       Matalan·       Grills·       Pedro Del Hierro/Cortefiel·       Women’Secret·       Lee Cooper·       JB Martin·       Keddo·       Laline·       MAC CosmeticsSOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელელი 30% ქეშბექით (მაქსიმუმ 300 ლარი თითოეულ ბრენდში) ისარგებლებენ Lutecia; Voulez-Vous, L’OCCITANE და Atelier Rebul-ის მაღაზიებში.25% ქეშბექით კი  (მაქსიმუმ 300 ლარი თითოეულ ბრენდში) Aromateque -სა და Jo Malon-ში.გთხოვთ გაითვალისწინოთ:·       Bata-სა და Bambino-ში ჯამურად დაიბრუნებთ 300 ლარს;·       Marc O'Polo-ში, Hackett-სა და Lion Of Porches-ში ჯამურად შეძლებთ 300 ლარის დაბრუნებას;·       Pedro Del Hierro და Cortefiel-ში ჯამურად დაიბრუნებთ 300 ლარს;·       ვულე-ვუში ქეშბექი არ ვრცელდება შემდეგ ბრენდებზე: Chanel, Dior, Guerlain, Givenchy, Kenzo, არ ვრცელდება სასაჩუქრე და ლოიალურ ბარათებზე;·       ლუტეციაში ქეშბექი არ ვრცელდება შემდეგ ბრენდებზე: Chanel, Dior, Guerlain, Givenchy, Kenzo, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto, შეთავაზება ვრცელდება ლოიალურ ბარათებზე და არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათებზე;·       ამბიენტეში ქეშბექი არ ვრცელდება ბრენდზე OXO;·       შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათებზე, ხოლო აქციის პერიოდში შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება;·       გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე;·       ქეშბექი დაბრუნდება მეორე ან მესამე სამუშაო დღეს. შესაძლებელია,  სხვადასხვა მაღაზიიდან  თანხა  ცალ-ცალკე დაბრუნდეს.თუ  ჯერ კიდევ არ გაქვთ SOLO Mastercard World Elite ბარათი, შეუკვეთეთ მარტივად მისამართი:სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70; სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

ბიზნესი 1757414969

არადეკლარირებული
სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატი გამოავლინეს.არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საზოგადოება 1757414730

დოღი
საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში 2025 - თიბისი აბაშის დოღის მხარდამჭერი გახდა

27-28 სექტემბერს, აბაშის იპოდრომი ხალხურ ცხენოსნობაში საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და წელს პირველად, დოღის მხარდამჭერი თიბისი იქნება.ცხენოსნობის ეროვნული სახეობები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ დოღს, მაყურებელი და გულშემატკივარი არასდროს აკლია. ასეა აბაშაშიც, სადაც ადგილობრივი იპოდრომი სეზონზე რამდენიმე შეჯიბრებას მასპინძლობს.2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება:·      წმინდა სისხლის 2-წლიანი ცხენების გარბენი 1600 მეტრზე (დავით აღმაშენებლის თასი);·      წმინდა სისხლის 3-წლიანი ცხენების გარბენი 2400 მეტრზე (დერბი 2025)·      წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების სპრინტერული გარბენი 1200 მეტრზე (ჯემალ ქორჩილავას სახელობის თასი);·      წმინდა სისხლის უფროსი ასაკის ცხენების გარბენი 2000 მეტრზე (საქართველოს თასი);·      მარულა  - 5500 მეტრზე (მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ცხენს);შეჯიბრება, ასევე, გაიმართება ცხენბურთსა და ისინდში.შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 15 000 ლარი, სწორედ, თიბისიმ დააწესა. ამასთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე თიბისი საკუთარ სივრცესაც მოაწყობს.დოღის მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს რეგიონებში ტრადიციული, ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ მიზანსწრაფული და მოუსვენარი ადამიანების ძალისხმევა ქმნის იმ გარემოს, სადაც ქართული კულტურა და სპორტი ინარჩუნებს ენერგიას და თანამედროვეობასაც შესაბამისად ერგება.

ბიზნესი 1757410900