პროექტში პედაგოგთა შერჩევა და გადამზადება დასრულდა.2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პროექტ „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა პროფესიული კოლეჯებისა და ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების მქონე საჯარო სკოლების პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი. შერჩევის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება პედაგოგთა ახალი ჯგუფი, რომელიც დებატების სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალურ გადამზადებას გაივლის. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით მაღალი ინტერესითა და მსურველთა აქტიურობით გამოირჩეოდა. პროექტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი.შერჩევის ბოლო ეტაპზე პროექტში ჩართვის შესაძლებლობა კიდევ 10 საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცა, რისთვისაც პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი ორეტაპიანი იყო და მოიცავდა განაცხადების განხილვას, კანდიდატებთან გასაუბრებასა და რეკომენდაციების შეფასებას. შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პროფესიული განათლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული აპლიკანტებისთვის სასტუმრო „თბილისი ბილტმორში“ საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა. მონაწილეებს გააცნეს პროექტის პირველი ეტაპის შედეგები, მისი გაფართოების გეგმები, კონკურსის პირობები და პედაგოგთა გადამზადების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დებატების მეთოდოლოგიის მნიშვნელობას პროფესიულ განათლებაში და მის როლს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.შერჩეული და გადამზადებული პედაგოგები მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეძლებენ დებატების სწავლების დანერგვას როგორც ექსტრაკურიკულარული აქტივობის სახით, ისე სხვადასხვა სასწავლო საგანში ინტეგრირების გზით. დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის სუპერვიზირებით პედაგოგები იმუშავებენ სტუდენტებთან და ხელს შეუწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატკლუბების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
1793878419
1793710860
2026 წლის 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 521.9 მლნ ლარის ანაზღაურება გასცასაქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.
1793621462
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარიასადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია.ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
1793608440
საქართველოში მენეჯერების საშუალო ხელფასი დაქირავებული მუშაკების ანაზღაურებას 3.2-ჯერ აღემატება – საქსტატი2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი მენეჯერებს ჰქონდათ, ყველაზე დაბალი კი – არაკვალიფიციურ მუშაკებს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.საქსტატის ინფორმაციით, მენეჯერების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 3 609 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც არაკვალიფიციური მუშაკების ანაზღაურება საშუალოდ 1 132 ლარი იყო.ხელფასებს შორის განსხვავება ყველა ძირითად პროფესიულ ჯგუფში გენდერული ნიშნითაც გამოვლინდა – კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას აღემატებოდა. ყველაზე დიდი სხვაობა მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა: ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2 713 ლარი იყო, კაცების კი – 4 312 ლარი. შედეგად, ამ პოზიციაზე კაცები ქალებზე დაახლოებით 59%-ით მეტს გამოიმუშავებდნენ.საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის 97.4% შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა, 2.6% კი სხვა ხარჯებს მოიცავდა, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფას, თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, კულტურულ-საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ერთ დასაქმებულზე საშუალო წლიური დანახარჯი ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სხვა სახის მომსახურების სფეროში დაფიქსირდა – 14 537 ლარი.სექტორების მიხედვით, სახელმწიფო დამსაქმებლის საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 23 329 ლარი იყო, არასახელმწიფო სექტორში კი – 28 353 ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო სექტორში ერთ დასაქმებულზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯი არასახელმწიფო სექტორის მაჩვენებელზე 17.7%-ით ნაკლები იყო.
სხვა სიახლეები
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველი გადახდა მოგების შანსია - საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ახალ გათამაშებას იწყებს. 21 დეკემბრამდე, საქართველოს ბანკის ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას მომხმარებლებს 10,000 ლარისა და სხვა პრიზების მოგების შესაძლებლობა ექნებათ.გათამაშება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და გამარჯვებულები თითოეულ რეგიონში ცალ-ცალკე გამოვლინდებიან. მასში მონაწილეობა მარტივია - საქართველოს ბანკის ბარათით შესრულებული ყოველი გადახდა ერთ ბილეთს ნიშნავს და მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვება. თითოეულ მომხმარებელს დღეში მაქსიმუმ 10 ბილეთის დაგროვება შეუძლია, რაც მოგების შანსს ზრდის. კამპანია საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მოიცავს ყველა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხდი - მეტროს, ავტობუსს, მიკროავტობუსსა და საბაგიროს. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკური და ციფრული ბარათებით, ისე Apple Pay-ითა და Google Pay-ით. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წელს ზემოთ ყველა საქართველოს რეზიდენტს, რომლებსაც აქვთ საქართველოს ბანკის ბარათი, მათ შორის იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფით სარგებლობენ.21 დეკემბრამდე, გამარჯვებულები ყოველკვირეულად გამოვლინდებიან, რომლებიც 100 ლარიან სამგზავრო ბალანსს მიიღებენ. 25 დეკემბერს კი ფინალური გათამაშება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 1,000 და 10,000 ლარის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. ჯამში, კამპანიის ფარგლებში 539 გამარჯვებული გამოვლინდება.ასე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადაიხადე საქართველოს ბანკის ბარათით და მიიღე შანსი, მოიგო 10,000 ლარი.გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ბიზნესი • 1793985421
საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბარბაქაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება თემაზე: „როგორ გავხადოთ კომპანია ფინანსურად მიმზიდველი – ზრდის ბუღალტერია“.შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა კომპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და გამართული ბუღალტერიის მნიშვნელობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესს პოტენციური დამფინანსებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური დაგეგმვის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში კომპანიის პოზიციების გაძლიერების შესახებ.ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებთან აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში ბანკი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
ბიზნესი • 1793969719
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას ამერიკელი მილიარდერებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის გავლენიანი წარმომადგენლების განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.ილონ მასკმა, რომელმაც 2026 წლის საარჩევნო ციკლში რესპუბლიკელი კანდიდატებისა და ორგანიზაციების მხარდასაჭერად $458 მილიონი დახარჯა, სოციალურ ქსელში ხუმრობით დაწერა, რომ მისმა „კოსმოსურმა ლაზერებმა“ არჩევნების შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. ამასთან, LinkedIn-ის თანადამფუძნებელმა და დემოკრატების ერთ-ერთმა მსხვილმა დონორმა რიდ ჰოფმანმა მასკი რესპუბლიკელების მხარდასაჭერად გაწეული ხარჯების გამო გააკრიტიკა.მასკი, რომელიც 2026 წლის შუალედური არჩევნების ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონორი იყო, ოთხშაბათს დილით X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერდა: „როგორც ჩანს, ჩემმა არჩევნებში ჩარევის კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად არ იმუშავა“. მისი კომენტარი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დემოკრატებმა სენატისა და გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს მასკის მშობლიურ შტატ ტეხასში.სხვა პოსტში მილიარდერმა აღნიშნა, რომ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების განთავსება სულ უფრო მიმზიდველად გამოიყურება. ეს განცხადება შესაძლოა ტეხასში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების გარშემო არსებულ დისკუსიას უკავშირდებოდეს. შტატის ახლადარჩეული გუბერნატორი ჯინა ჰინოიოსა ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობების დროებით შეჩერების ინიციატივით გამოდის. მასკის პოსტი ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების ინდუსტრიის ექსპერტის, დილან პატელის მანამდე გაკეთებულ კომენტარსაც ეხმიანებოდა.დემოკრატების გამარჯვებას დადებითად გამოეხმაურა LinkedIn-ის თანადამფუძნებელი რიდ ჰოფმანი, რომელიც პარტიის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში მან არჩევნების შედეგებს ტრამპისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიმართული „მასშტაბური ტალღა“ უწოდა და მასკი გააკრიტიკა. ჰოფმანის შეფასებით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ავტორიტარული კლოუნების ხელისუფლებაში შესანარჩუნებლად აღმაშფოთებლად დიდი თანხები“ დახარჯა.ჰოფმანმა ისიც აღნიშნა, რომ თავადაც მონაწილეობდა საარჩევნო ციკლის დაფინანსებაში. მისი თქმით, პოლიტიკაში ფულის გავლენა უნდა შემცირდეს, თუმცა ის ამაყობს იმ კანდიდატების მხარდაჭერით, რომლებსაც კანონის უზენაესობისა და ამერიკული ეკონომიკის ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობის სჯერათ.დემოკრატების გამარჯვებას გამოეხმაურა ნიუ-იორკის ყოფილი მერი და მილიარდერი მაიკ ბლუმბერგიც. The New York Times-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების გამარჯვებით. ბოლო ორი თვის განმავლობაში ბლუმბერგმა დემოკრატების მხარდასაჭერად $115 მილიონზე მეტი დახარჯა.არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა რესპუბლიკელი მილიარდერი ვივეკ რამასვამიც, რომელმაც ოჰაიოს გუბერნატორის არჩევნები დემოკრატ ემი ექტონთან წააგო. მხარდამჭერებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით სერიოზულად არის შეშფოთებული. ექტონმა არჩევნებში თითქმის 8%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა და ოჰაიოს გუბერნატორის თანამდებობა დემოკრატებს დაუბრუნა.ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მეწარმემ და მილიარდერმა რიკ ჯექსონმა ჯორჯიის გუბერნატორის არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან საკუთარი კამპანიისთვის $200 მილიონზე მეტი დახარჯა. ჯექსონმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და ის მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა ანგელოზმა ინვესტორმა და პოდკასტის All-In თანაწამყვანმა ჯეისონ კალაკანისმაც. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან რესპუბლიკელების მარცხი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს დაუკავშირა, მათ შორის ირანთან ომს, ტარიფებსა და ინფლაციას. კალაკანისმა განსაკუთრებულ მოულოდნელობად შეაფასა ტეხასში დემოკრატების გამარჯვება და აღნიშნა, რომ შტატში მემარცხენე პოლიტიკისგან თავის დასაღწევად გადავიდა საცხოვრებლად.ტეხასისა და კალიფორნიის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა მილიარდერ პიტერ ტილის საინვესტიციო ფონდის, Founders Fund-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი მაიკ სოლანაც. მისი შეფასებით, ტეხასისა და კალიფორნიის პოლიტიკური გარემო შესაძლოა საცხოვრებლად გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.დემოკრატების გამარჯვებას კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა Sequoia Capital-ის პარტნიორი შონ მაგუაირიც, რომელსაც წარსულში საკამათო განცხადებების გამო აკრიტიკებდნენ. მან X-ზე დაწერა, რომ ჩარლი კირკი მემარცხენეების მიერ იქნა მოკლული, თუმცა ამომრჩევლებმა მაინც დემოკრატებს მისცეს ხმა.forbes.ge
მსოფლიო • 1793947680
„პარი სენ-ჟერმენი“ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის დამატებას არ აპირებს – ინფორმაციას Canal+-ის ვებ-გვერდი ავრცელებს.„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას““ შორის გამართულ მატჩში მიღებული მუხლის სერიოზული ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდა. ის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ჩვენი ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ქართველი გარემარბის შემცვლელის დამატებას არ გეგმავს.კვარაცხელიას არყოფნა სერიოზული დარტყმაა ლუის ენრიკესთვის, რადგან ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონში მოედანზე აღარ გავა. მართალია, ეს დანაკლისი პსჟ-ს შედეგებზე ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაში ჯერჯერობით არ ასახულა, მაგრამ ვითარება, სავარაუდოდ, შეიცვლება, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია უფრო გამძაფრდება.„პარი სენ-ჟერმენის“ ბოლო ორ გამარჯვებაში, რომლებიც გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვა, კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, ეს მის არყოფნას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველი ფეხბურთელის შემცვლელის პოვნას მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ პრიორიტეტად არ მიიჩნევს. პსჟ ახალი მოთამაშეების დამატებას არ აპირებს – თუ, რა თქმა უნდა, იანვრამდე კიდევ რომელიმე საკვანძო ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა არ მიიღო“, – ამტკიცებს Canal+.1tv.ge
სპორტი • 1793944800
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიებმა ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.დღეს დილით, ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა, ავარიულად საფრანგეთში დაეშვა. ავიაკომპანიამ თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ განაცხადა, რომ დაშვება წინასწარი სიფრთხილის ზომას წარმოადგენდა.მოგვიანებით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ, Ryanair-ის სამი თვითმფრინავი ბულგარეთში დაეშვა. ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შემოწმებების შემდეგ საფრთხე არ აღმოჩენილა.ასევე, თვითმფრინავების ავარიულად დაშვება გახდა საჭირო ავსტრიის, რუმინეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და იტალიის სხვადასხვა აეროპორტებში.ipn.ge
მსოფლიო • 1793943900
საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ახალი შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, Boxette-თან პარტნიორობით, აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოში ამანათების გამოგზავნას სპეციალურ ფასად შეძლებენ.აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში: 2609 E 14th St, Brooklyn, NY 11235 1923 McDonald Ave, Brooklyn, NY 11223 3065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235 ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.
ბიზნესი • 1793884906








