1715083062
იმპორტირებული მარწყვი მარკეტში 275%-იანი ფასნამატით იყიდება - რა ღირს ქართული წარმოების
მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი, გასულ წელს იმპორტზე შემოვიდა 156 ათასი დოლარის 577 ტონა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის ღირებულების 43 ტონა მარწყვი, მაშინ როცა გასული წლის მაჩვენებელი 93 ტონა იყო (123 ათასი დოლარი). ეს ნიშნავს იმას, რომ წელს მარწყვის ექსპორტი 56%-ით შემცირდა.
მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს მარწყვის საიმპორტო ფასი 1,5 დოლარი (კურსით 4 ლარი) იყო, ხოლო ქართული წარმოების მარწყვის საექსპორტო ფასი 1.3 დოლარი (კურსით 3.5 ლარი) იყო.
სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტირებული მარწყვის ფასი 15 ლარიდან იწყება, ხოლო ქართული წარმოების მარწყვის ფასი 25 ლარიდან. ბაზრებზე კი 1 კგ ქართული წარმოების მარწყვის ფასი 6,5 ლარიდან, ხოლო იმპორტირებულის 6 ლარიდან იწყება.
მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი ფასნამატით, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება.
1715422020
სწრაფი კვების ბრენდ „ბუშმალას“ დამფუძნებელი, ნოდარ ტურაშვილი დააკავესსწრაფი კვების ბრენდ „ბუშმალას“ დამფუძნებელი, ნოდარ ტურაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში 18:32-ზე თავად დაწერა:„ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო“. მეგობრების ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.ბოლო პერიოდში, ნოდარ ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს.„კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
1715418240
სენატორი ჯიმ რიში - ეს დაშინება უნდა შეწყდესშეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში „ტვიტერზე" წერს, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება.მისი თქმით, „ეს დაშინება უნდა შეწყდეს“.„შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ საქართველოში ინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტისადმი მათი წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო. ღია დემოკრატიაში ყველა ხმა უნდა იქნეს გაგონილი. ეს დაშინება უნდა შეწყდეს," - წერს რიში.
1715416130
გაიწვიეთ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე - კონგრესმენები კობახიძეს10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“. ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი - ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები.„გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა შემოიტანა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ განცხადებულ სურვილს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს [სახელით] ვალდებულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია ამოტვიფრული.ნათლად ჩანს, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.ჩვენ უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შედგენილია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საბაბით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, რომ იქიდან მოყოლებული, ამ კანონს პუტინი და მისი ავაზაკები ოპოზიციის გასაქრობად იყენებენ, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენი რწმენით, ქართველ ხალხს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი სურს და [ამას] იმსახურებს. ამ კანონის მიღება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა.ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს თან. 29 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის.🔵 ბ-ნი ივანიშვილი გამოსვლაში ასევე მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათშორის - 16 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს, რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს. ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი მთავრობის რეაგირებამ, რაც კანონპროექტის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგის თაობაზე, მათ შორის - ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირას, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა.საინტერესოა, რომ ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა.🔵 ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ. საქართველოში სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმებს, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაბუნდოვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის - აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”, - ნათქვამია წერილში.
1715335857
წელს დასასრულებელ კორპუსებში ბინების მხოლოდ 18%, 2025 წლის პროექტებში კი 34%-ია გასაყიდად დარჩენილიწელს დასასრულებელ კორპუსებში ბინების მხოლოდ 18%, 2025 წლის პროექტებში კი 34%-ია გასაყიდად დარჩენილი, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.კერძოდ, კლევის თანახმად, 2024 წელს დასასრულებელ პროექტებში ბინების 82%-უკვე სრულად გაყიდულია, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ 18%; 2025 წელს დასასრულებელ პროექტებში 66%-ია უკვე გაყიდული, ხოლო იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2026-2028 წლებში იგეგმება, ბინების თითქმის ნახევარი - 41%-ია უკვე გაყიდული, შესაბამისად, გასაყიდად ხელმისაწვდომია ბინების 59%.ამასთან, როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%-იანი კლებაა.
1715328683
იანვარ-მარტში ქართველებისთვის ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებები თურქეთი და რუსეთი იყო2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურები 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 521.6 ათასი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.ვიზიტების უმრავლესობა, 48.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5 პროცენტს შეადგენდა.2024 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.8 ათასი და 90.0 ათასი ვიზიტი.2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 5.3 პროცენტით მეტია.განხორციელებული ვიზიტების 97.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1 პროცენტით გაიზარდა და 873.1 ლარი შეადგინა.