1792822020
„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში რუსთაველის გამზირის ახალი სამოძრაო სქემის შესახებ საუბრისას განაცხადა.შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.როგორც გავრცელებული რენდერებით ხდება ცნობილი, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა ბასლეინი, ველობილიკი. ასევე ფოტოებიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას. იგეგმება რამდენიმე ზებრა გადასავლელის მოწყობაც."როგორც იცით რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება საგზაო მოძრაობა. მთავარი ცვლილება რაც ხდება იქნება ის რომ, თუ ახლა სატრანზიტო მოძრაობაა გამზირზე, რეაბილიტაციის შემდეგ ეს აღარ იქნება საჭირო.ვგულისხმობ შემდეგს: დღეს თავისუფლების მოედნიდან თუ მოძრაობს ავტომობილი, აუცილებლად უნდა დატრიალდეს ზეთისხილის ხესთან, რათა მოხვდეს ჭავჭავაძის ქუჩაზე ან ლესია უკრაინკას ქუჩაზე.თუმცა, ახალი სქემით, როდესაც უკვე რეაბილიტაცია დასრულდება, ყველა მკვეთრ ქუჩასთან მოეწყობა შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი, სადაც მარცხნივ ახვევით ან ჩახვევით შესაძლებელი იქნება მოძრაობის გაგრძელება, როგორც მთაწმინდის ზემო ქუჩებზე, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.სამანქანო ნაკადის დაახლოებით 30% სწორედ იმიტომ გადიოდა რუსთაველის გამზირს, რომ ზეთისხილის ხესთან დატრიალებულიყო, შესაბამისად ეს 30% მოაკლდება რუსთაველის გამზირის ნაკადს," - აღნიშნა ბაგაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
საზოგადოება • 1793088480
ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 78.14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.69 მილიარდი ლარით (2.21%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.66% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.91% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 796.70 მლნ ლარით (1.77%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 892.59 მლნ ლარით (2.83%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.93%-ით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის სექტემბრის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.32 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 22.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.60%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.63 %-ით მეტი).2026 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.77%-ით, ანუ 726.78 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 41.87 მილიარდი ლარი შეადგინა.2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.54% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.51 პროცენტული პუნქტით).ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
ეკონომიკა • 1793082660
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, განაგრძობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამა მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე კურსიდან მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ დაფინანსებას მოიცავს. პროგრამის მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ლიდერობის პოტენციალის საფუძველზე შეირჩევიან. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განაცხადებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის მიხედვით განიხილავენ. მომდევნო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის სტიპენდიატები გამოვლინდებიან. სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. პროგრამის პარტნიორი უნივესრიტეტების სია ასე გამოიყურება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სასტიპენდიო პროგრამით ბანკი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და განაგრძონ გზა მიზნებისკენ.გაიგე მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ: შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.
ბიზნესი • 1793082618
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა. „ოქროს ბურთის“ რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი, ჰარი კეინი გახდა. ჰარი კეინი 2026 წლის საუკეთესო ფორვარდადაც დასახელდა.2026 წლის „ოქროს ბურთის" ათეული ასე გამოიყურება:ჰარი კეინი (მიუნხენის „ბაიერნი");კილიან მბაპე (მადრიდის „რეალი");ლამინ იამალი („ბარსელონა");როდრი („ბარსელონა");ლიონელ მესი (მაიამის „ინტერი");ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ");უსმან დემბელე („პსჟ");ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი");მაიკლ ოლისე (მიუნხენის „ბაიერნი");ფაბიან რუისი („პსჟ").
სპორტი • 1793078856
27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც მზიანი დღეა. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში მზეა. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +17 გრადუსი, ხოლო ღამით +8 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +8 დაფიქსირდება.ბორჯომში უნალექო დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მზე.გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 9 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. არ იწვიმებს.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
სხვადასხვა • 1793078736
საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, რისთვისაც ახლახან SUPER ნაკრები და სუპერ PLUS Visa შექმნა. ნაკრების ფარგლებში, სხვადასხვა უპირატესობების გარდა, სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას, მომხმარებლებებს ყოველდღიური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.ქეშბექ შეთავაზებები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღიურად იზრდება - მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში ეძლევათ. კვირის განმავლობაში მომხმარებლებს შემდეგი შეთავაზებები ელოდებათ: ორშაბათი - Carrefour: 5% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; სამშაბათი - ვოლტი: 10% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; ოთხშაბათი - GPC Online: 20% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; ხუთშაბათი - extra & extra market: 30% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის; პარასკევი - ოქტოპუსი (Oktopus): 40% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის. შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი მობილბანკიდან გააქტიურება.SUPER ნაკრები, სუპერ PLUS Visa ბარათთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა უპირატესობას: ნაკრების ფარგლებში შესაძლებელია გადარიცხვების, გადმორიცხვებისა და თანხის განაღდების საკომისიოს გარეშე შესრულება, ასევე ასევე რეზიდენტებისთვის SUPER ნაკრების ფარგლებში ვრცელდება სტანდარტულზე უკეთესი კურსი.გაააქტიურე SUPER ნაკრები, მიიღე სუპერ PLUS Visa ბარათი უფასოდ და ისარგებლე ყოველდღიური მზარდი ქეშბექ შეთავაზებებით.
ბიზნესი • 1793025567
საქართველოს ბანკი პარტნიორ GPC-ის დაბადების დღეს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებით აღნიშნავს.28, 29 და 30 ოქტომბერს, მომხმარებლები საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათით გადახდისას GPC-ის ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის ფიზიკურ ფილიალში გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ონლაინ გადახდისას კი უნდა აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თითოეული მომხმარებელი შეთავაზების ფარგლებში მაქსიმუმ 30 ლარს დაიბრუნებს.ონლაინ შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდისას.ინფორმაციისთვის, GPC-ში მომხმარებლებს მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა სააფთიაქო პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. დაბადების დღის აღსანიშნავად, GPC-ში შერჩეულ ბრენდებზე ასევე მოქმედებს შიდა 25%-იანი ფასდაკლება.
ბიზნესი • 1793019374
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერიგანათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა. პროგრამის შესახებ:ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს: როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ: აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე აპლიკაციების გადარჩევა. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“. გასაუბრება. შემდეგ ეტაპზე გადასვლა ნიშნავს, რომ აპლიკანტის მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“. თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ შეავსოთ განაცხადი.საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.
ბიზნესი • 1793013300
როდის ირღვევა დეკრეტული და ზეგანაკვეთური უფლებები, რა რისკებს მალავს ქონების გადაფორმება და ძიძის ფარული კონტროლი, რას ამბობს კანონი მაშინ, როცა მოქალაქეს ქვეყანაში უკანონოდ აბრუნებენ? - ამ და სხვა სოციალურ-სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს “კვირის პალიტრასთან” პასუხობს.- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამატებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. 'საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.გააგრძელეთ კითხვა
საზოგადოება • 1793003699
საქართველოს ბანკი ბიზნესისა და კომპანია „სამეფო მარანის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ. ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 25 მლნ. ლარს შეადგენს.კომპლექსი მცხეთაში, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და ის სასტუმროს, რესტორნებს, ღვინის საწარმოსა და მუზეუმს, ასევე საცხოვრებელ სახლებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე გაშენებულია ვაზი, მოეწყობა ღია აუზი და სპა ცენტრი.ტურისტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყობა საცხოვრებელი სივრცეც, რომელიც რვა კორპუსს გააერთიანებს. პროექტის კონცეფცია თბილისთან ახლოს მშვიდი, მრავალფეროვანი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნას ეფუძნება. კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტყის მასივი კი მის ბუნებრივ გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.პროექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებული და გადახურულია სასტუმრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ხოლო საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა 2026 წელს დაიწყო. ორივე კომპლექსის სრულად დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება. „მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, თბილისთან ახლოს შევქმნათ სივრცე, რომელიც სტუმრებსა და მობინადრეებს დასვენების, განტვირთვისა და მრავალფეროვანი გამოცდილების შესაძლებლობას შესთავაზებს. საქართველოს ბანკთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წლების განმავლობაში პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პროექტს მოიცავდა. მცხეთის კომპლექსის განხორციელების ყველა ეტაპზეც ბანკთან ერთად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ ფინანსურ ინსტიტუტსა და ბიზნესს შორის ნდობაზე, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, 2028 წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დავასრულოთ და სივრცე სტუმრებისა და მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - აცხადებს „სამეფო მარანის“ პარტნიორი დავით ფანჯაკიძე.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი მასშტაბური პროექტია, რომელიც ტურისტულ და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ „სამეფო მარანთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობთ და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
ბიზნესი • 1793003287
ევროპაში ავიაბილეთების ფასები 2027 წელს შესაძლოა 10-20%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ Euronews-თან განაცხადა. მისი პროგნოზით, ავიაბილეთების გაძვირებას საავიაციო საწვავის ფასების ზრდა განაპირობებს, რასაც ირანში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის გაძვირებაც ემატება.ო’ლირის შეფასებით, საწვავის მაღალი ფასები ავიაკომპანიების ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის, განსაკუთრებით 2027 წლის აპრილიდან, როდესაც ბაზრის მონაწილეთა დიდ ნაწილს საწვავის ფასებისგან დამცავი ჰეჯირების მექანიზმები შეუმცირდება.საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, 16 ოქტომბერს დასრულებულ კვირაში ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე 207.61 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 128%-ით მეტია.Ryanair-ის ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანიას, ისევე როგორც ევროპის არაერთ სხვა ავიაგადამზიდს, 2026 წლისთვის საწვავის ფასების ზრდისგან დაცვის მექანიზმები ჰქონდა გამოყენებული. კერძოდ, Ryanair-მა მიმდინარე წლისთვის საწვავის ღირებულება ბარელზე დაახლოებით 67 დოლარის დონეზე დააფიქსირა. თუმცა, ო’ლირის თქმით, 2027 წელს კომპანიისთვის საწვავის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს.„ვფიქრობ, მომავალ წელს ევროპაში ავიაბილეთების ფასები 10%, 15% ან შესაძლოა 20%-ითაც გაიზარდოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ფასების ყველაზე დიდ ზრდას ვიხილავთ“, — განაცხადა ო’ლირიმ 20 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.საწვავის გაძვირება განსაკუთრებით იმ ავიაკომპანიებზე აისახება, რომლებსაც ფასების მერყეობისგან დაცვის საკმარისი მექანიზმები არ აქვთ. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მათ შორის საავიაციო საწვავის, ფასების ზრდა ირანში ომის დაწყებასა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხებას უკავშირდება. ოთხშაბათს Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 109.86 დოლარს შეადგენდა, რაც ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმთან ახლოსაა.ო’ლირის პროგნოზით, ავიაბილეთების გაძვირებასთან ერთად, 2027 წელს ევროპაში შესაძლოა შემცირდეს ხელმისაწვდომი ავიამიმოსვლის მოცულობაც. მისი შეფასებით, ავიაკომპანიების შესაძლო გაკოტრებები და შერწყმები ბაზარზე ადგილების მიწოდებას შეამცირებს, რაც ფასებზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.
ბიზნესი • 1792995772
L'Equipe ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაციის ჩატარების თარიღსა და ლოკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს.,,ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში პსჟ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.ქართველმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში (4:2), მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.ქირურგიული ჩარევა მომავალი კვირის დასაწყისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ასპეტარის კლინიკაშია დაგეგმილი. ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა." - წერს ფრანგული გამოცემა.ოპერაციის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი ელის. დიდი ალბათობით, ის მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.adjarabetarena.com
სპორტი • 1792995586



