რთველი
რაჭაში რთველი დაიწყო

რაჭაში რთველი დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.პირველ ეტაპზე ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში გაიხსნება. პროცესის შეფერხებისა და რიგების თავიდან აცილების მიზნით, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, რთველის შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდება.რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.კერძოდ, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს 1 კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.ადგილწარმოშობის ღვინოების „ხვანჭკარასა“ და „რაჭას“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ მოსავალს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი უკვე ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც, სადაც 14 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 273 ათასამდე ტონა ყურძენი. თუმცა, უწყება არ წერს, რამდენი ჩაიბარა კერძო სექტორმა და რამდენი სახელმწიფო კომპანიამ.

1792041614

ყურძენი
წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი – ირაკლი კობახიძე

რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი.„დღეღამური გადამუშავება არის 13-14 ათასი ტონის ფარგლებში. წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი. ასეთი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა. მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი. 6 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პროცენტი არის დაბალი ხარიხის მოსავალი.რაც შეეხება ფასებს, საფერავის ფასი და მისი შაქრიანობა არის 20 პროცენტი და მეტი და არის კილოგრამზე 1,5 თეთრი, 16-დან 20 პროცენტამდე 1 ლარი, 16 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში არის 50 თეთრი. ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები 30 თეთრი იყო თავიდან ფასი და შემდეგ გახდა 50 თეთრი და ამბობდნენ, რომ 30 თეთრად ყიდულობს სახელმწიფო ყურძენს მევენახეებისგან, რაც იყო წმინდა წყლის სპეკულაცია. პირველ რიგში ეს ფასი შეეხება მოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს და საუბარია დაბალი ხარისხის ყურძენზე, რაზეც შესაბამისი ფასი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ფასიც კი გაიზარდა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, მასზე არის 1,5 თეთრი და საშუალო ხარისხის შემთხვევაში არის 1 ლარი.რაც შეეხება რქაწითელს და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევებს, არანაკლებ 19-პროცენტიანი შაქრიანობის ყურძნის ფასი არის 1,30 თეთრი, 16-დან 19 პროცენტამდე 90 თეთრი, 16 პროცენტზე ნაკლების შემთხვევაში, აქაც არის 50 თეთრი. გურჯაანში არის განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ამ პროცესებს უწევს კოორდინაციას. დღეს გვექნება საშუალება, რომ ადგილზე გავეცნოთ შტაბის მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

1791440160

ყურძენი
კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, მათ შორის 34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციური ყურძენია.სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული მოსავლიდან 29 ათასი ტონა საფერავია, 12,4 ათასი ტონა — რქაწითელი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე მოდის.მევენახეებისგან ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს. პარალელურად, მოსავლის მიღების პროცესში აქტიურად არის ჩართული ღვინის კერძო სექტორიც.რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დაახლოებით 500 ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული. კომპანიები ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან. მოსავლის დაბინავება კახეთის მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს.როგორც, ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ყურძენს დადგენილი პირობებით ჩაიბარებს.კომპანია კონდიციურ საფერავში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, მევენახეებს კილოგრამში 1,50 ლარს გადაუხდის. 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის საფერავის ფასი 1 ლარია, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 50 თეთრი.რქაწითელსა და კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი კილოგრამზე 1,30 ლარია. 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის ყურძენში 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 50 თეთრი იქნება გადახდილი.

1790314200

ვაშლი
სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას წყვეტს

სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას 2026 წლიდან წყვეტს- შესაბამისი პროგრამა, რომელიც 2014-2025 წლებში მოქმედებდა, დასრულებულია და ბიუჯეტი გადამმუშავებლების მიერ არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას აღარ დააფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას BM.ge ავრცელებს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიები წელს სუბსიდიის გარეშეც მზად არიან ვაშლის მიღებისა და გადამუშავებისთვის. თუმცა, პროდუქტის ჩასაბარებელი ფასი წინა წლებთან შედარებით, სავარაუდოდ, დაბალი იქნება.უწყების განმარტებით, პროგრამის გაგრძელება აღარ შეესაბამება სექტორის გრძელვადიან მიზნებს, რადგან სახელმწიფო აქცენტს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ვაშლის წარმოებაზე აკეთებს. სამინისტროს ინფორმაციით, „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2.6 ათასი ჰექტარი ინტენსიური ვაშლის ბაღია გაშენებული.ფერმერების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახალ „აგროთანადაფინანსების“ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, რომლის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენების ხარჯის 50%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.სამინისტროს პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში ვაშლის მოსავალი დაახლოებით 55 ათასი ტონა იქნება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 10-15%-ით ნაკლებია.2014-2025 წლებში პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა 309.9 მილიონი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი შეისყიდეს. შესყიდვების საერთო ღირებულებამ 74.1 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ გაცემულმა სუბსიდიამ კი 28 მილიონ ლარამდე შეადგინა.

1789107210

არტიშოკი
ამ კულტურას ჰექტარზე 60 000 ევრომდე მოსავლის მოყვანა შეუძლია

ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება კულტურა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოსთან ასოცირდება და რომელიც, როგორც უცხოური მედია წერს, საკმაოდ მომგებიანია. საუბარია არტიშოკზე. არსებული ინფორმაციით, ერთ ჰექტარზე 20 ტონაზე მეტი მოსავლის მოყვანაა შესაძლებელი, ხოლო შემოსავალი 60 000 ევროს აღწევს.არტიშოკის მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება და ამის მიზეზი მაღალი პოტენციური მომგებიანობა და მწარმოებლებს შორის შედარებით დაბალი კონკურენციაა.თუმცა, მოსავლიანობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ჯიშის მიხედვით. არსებული მონაცემების თანახმად, ჰიბრიდული ჯიშები ჰექტარზე საშუალოდ 14.6 -15.7 ტონა გასაყიდ არტიშოკს იძლევა.ჟურნალ Foods -ის თანახმად, მცენარეს ძირითადად კულინარიაში იყენებენ. საკვები ნაწილი იყიდება ახალი, გაყინული ან დაკონსერვებული სახით და შედის სალათებში, გარნირებში და მრავალ ხმელთაშუა ზღვის კერძში. გარდა ამისა, არტიშოკის ფოთლები გამოიყენება ექსტრაქტებისა და საკვები დანამატების დასამზადებლად, ხოლო ზოგიერთი ქვეპროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კვების მრეწველობაში ან ცხოველების საკვებადაც კი.

1788331800

ატამს ნაგავსაყრელზე
კახეთში გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან - გლეხები მიზეზებს განმარტავენ

კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან. სამოქალაქო აქტივისტი უჩა ქემაშვილი აცხადებს, რომ გლეხები მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ და იძულებული ხდებიან, პროდუქცია ნაგავსაყრელზე დატოვონ.გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორია საღი ატმითა და ხილით სავსე ყუთებითაა გადავსებული.ადგილობრივი ფერმერების ნაწილი ადასტურებს, რომ მოსავალი უფუჭდებათ და პროდუქციის დროულად გასაღების პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შექმნილი ვითარების გამო იძულებული არიან, ატამი მყიდველებს დაბალ ფასად გაატანონ, რათა მოსავალი სრულად არ გაუფუჭდეთ."ხალხმა გადაყარა ეს ატამი იმიტომ, რომ ვერ გაყიდა. კიდევ ხომ ასხია ხეს? უნდა წავიდეს, მოკრიფოს იმის იმედად, რომ იქნებ მომავალში მაინც გაყიდონ. აი, ზევით ვნახეთ, რომ ყუთებით არის პირდაპირ გადაყრილი. ერთი-ორი რომ გაფუჭდა, მერე უკვე ვიღაც ნახავს, აღარ იყიდის და მერ ეუკვე მოდიან და ყუთებით ყრიან. სომხებმა შემოიტანეს ჩვენთან საქართველოში და საქართველოსი არ იყიდება და იყიდება შემოტანილი პროდუქტი", - ამბობს ადგილობრივი. 

1786948401

თხილი
„დიდი რაოდენობით ბაღები ნადგურდება, მთავარი გამოწვევა უეცარი ხმობაა - მოსავალი უკეთესია, 50 000 ტონამდე თხილს ველოდებით“ - ასოციაცია

„მოსავალი რაოდენობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ განაცხადა.მისივე თქმით, წელს საქართველოში 50 000-მდე ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან.„მოსავალი რაოდენობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესია. რეგიონების უმეტესობაში ასეთი ვითარებაა. ზოგიერთ მაღალმთიან ზონაში ქარი იყო, თხილი ჩამოყარა და შესაბამისად, შედარებით ნაკლები მოსავალია.ფაროსანას პრობლემა ბაზარზე კვლავ აქტუალურია, არის პლანტაციებში და ზიანს აყენებს თხილს. შესაბამისად, ჩემი რჩევა და რეკომენდაცია ფერმერების მიმართ იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოკრიფონ თხილი, მექანიკურად დაამუშაონ საშრობებში თუ საწყობებში და დაასაწყობონ შესაბამის, კარგ პირობებში.საოჯახო პირობებში შენახვა თვეების მიხედვით, თხილის ხარისხს რადიკალურად გააუარესებს.ვფიქრობთ, რომ შარშანდელთან შედარებით მოსავალი დაახლოებით, 5%-ით მეტი მაინც იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდები იქნება აგვისტოში და როგორ შეძლებენ ფერმერები მოსავლის ბაღებიდან გამოტანას.თუმცა, არსებული მონაცემებით, უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. გასულ წელს 45 000 ტონა თხილი იყო, წელს კი სადღაც 47–48 000 ტონა, შეიძლება 50 000 ტონაც კი ავიღოთ.პირველი რჩევა მათთვის, ვისაც თხილის შენახვის საშუალება არ აქვს და ვერ ახერხებს პროდუქციის საწყობში ისე დაბინავებას, რომ ხარისხი არ გაფუჭდეს, არის ის, რომ დროულად გაყიდონ.ეს ფასზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ, პროდუქცია გაფუჭდება, რაც საბოლოო ჯამში, ფერმერის ჯიბიდან დაწყებული, ქვეყნის პოზიციით დამთავრებული, ყველაფერზე ცუდად მოქმედებს“, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სექტორში არსებულ გამოწვევებზე და განაცხადა, რომ დარგის უმთავრესი პრობლემა თხილის უეცარი ხმობაა, რაც ყოველწლიურად მწვავდება.„დღეის მდგომარეობით, პირველ ადგილზე მაინც თხილის უეცარი ხმობის პრობლემაა, რომელიც გრძელდება და ყოველწლიურად ძლიერდება. ბაქტერიული დაავადების გამო, ძალიან დიდი რაოდენობით ბაღები უბრალოდ ნადგურდება.ფაროსანა, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად, თუმცა მართვადია - ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ და ეს ფერმერების ნებასა და ჩართულობაზეა დამოკიდებული.დანარჩენი უკვე ინდუსტრიული ტიპის გამოწვევებია - საბრუნავი კაპიტალის ღირებულება თუ ხელმისაწვდომობა, თხილის ქარხნების სარჩევი აპარატურით მოდიფიცირება, თანამედროვე მოდელის ფორმირება და სერტიფიცირება, ასევე წვრილი საამქროების შეზღუდვა და მათზე ხარისხის კონტროლის დაწესება.ასეთი გამოწვევები გვაქვს, თუმცა პირველი ორი დასახელებული საკითხი არის ფუნდამენტური პრობლემა, რაც ჩვენი სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ მოსაგვარებელია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მერაბ ჭითანავამ.

1786089994

მოცვი
გვირაბში მოყვანილი მოცვის მოსავლიანობამ უკრაინელი ფერმერების მოლოდინს გადააჭარბა — ერთ ბუჩქზე 2 კილოგრამზე მეტი მიიღეს

უჩვეულოდ ცივი და ხანგრძლივი გაზაფხულის მიუხედავად, უკრაინაში დამცავი გვირაბების ქვეშ მოყვანილი მოცვის მოსავლიანობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. ქოთნებში გაშენებული „დიუკის“ ჯიშის მოცვის თითოეული ბუჩქიდან 2 კილოგრამზე მეტი ნაყოფი მიიღეს.შედეგების შესახებ უკრაინული კენკროვანი კულტურების მეურნეობის — „Fruktovyi Sad AT“-ის თანადამფუძნებელმა, ანა დომბროვსკამ ისაუბრა. მეურნეობაში მოცვი სპეციალურ კონტეინერებში, დამცავი გვირაბების ქვეშ მოჰყავთ.მისი განცხადებით, მიმდინარე სეზონზე თითოეული ბუჩქიდან დაახლოებით 2 კილოგრამ მოსავალს ელოდნენ, თუმცა საბოლოო შედეგი პროგნოზზე უკეთესი აღმოჩნდა.„წელს თითოეული ბუჩქიდან 2 კილოგრამის მიღებას ველოდით, თუმცა შედეგი ოდნავ უკეთესი იყო. მოსავლიანობით კმაყოფილები ვართ და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გვირაბში მოცვის წარმოებაზე დაკვირვებასა და ტექნოლოგიის შესწავლას გავაგრძელებთ“, — განაცხადა დომბროვსკამ.ცივმა გაზაფხულმა ყვავილობა და მოსავლის აღება დააგვიანა2026 წლის სეზონზე მოცვის წარმოებაზე განსაკუთრებით ცივმა გაზაფხულის დღეებმა და ღამეებმა იმოქმედა. დაბალმა ტემპერატურამ გვირაბებში ყვავილობის პერიოდი გაახანგრძლივა და მცენარეების განვითარება შეანელა.გვირაბში მოყვანილი მოცვის კრეფა 8 ივნისს დაიწყო — წინა სეზონთან შედარებით სამი დღით გვიან. მოსავლის აღების პროცესი კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით ერთი კვირით გვიან დასრულდა.ცივმა ამინდმა ღია გრუნტში მოყვანილ მოცვზეც იმოქმედა. პლანტაციებში მოსავლის კრეფა ჩვეულებრივზე დაახლოებით ერთი კვირით გვიან დაიწყო.ამის მიუხედავად, გვირაბში მოყვანილ მოცვს დროის მხრივ მნიშვნელოვანი უპირატესობა მაინც ჰქონდა — როდესაც მეურნეობამ ღია გრუნტში პირველი მასშტაბური კრეფა დაიწყო, გვირაბებში მოსავლის აღება უკვე ბოლო ეტაპზე იყო.გვირაბები მოცვის სეზონის მართვისა და გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევამიღებული შედეგები აჩვენებს, რომ დამცავი გვირაბების გამოყენება ფერმერებს მოსავლის აღების ვადების უკეთ მართვაში, არასტაბილური ამინდისგან მცენარეების დაცვასა და ღია გრუნტთან შედარებით ბაზრისთვის მოცვის უფრო ადრე მიწოდებაში ეხმარება.კონტეინერებში მოცვის მოყვანა მწარმოებლებს სუბსტრატის, მორწყვისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების უფრო ზუსტად გაკონტროლების შესაძლებლობასაც აძლევს.თუმცა მეურნეობაში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტიანობის საბოლოოდ შესაფასებლად დაკვირვებას კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში გააგრძელებენ.უკრაინელი კენკროვანი კულტურების მწარმოებლებისთვის, რომლებიც სულ უფრო არაპროგნოზირებადი გაზაფხულის პირობებში მუშაობენ, დაცულ სივრცეში წარმოება შესაძლოა მოსავლის დაკარგვის რისკების შემცირებისა და ახალი მოცვის რეალიზაციის სეზონის გახანგრძლივების მნიშვნელოვანი საშუალება გახდეს.

1785565629

ძროხა
ესტონეთის სახელმწიფო ფლოტის ახალი გემი ძროხის ნაკელისგან მიღებულ ბიოგაზზე მუშაობს

ძროხის ნაკელიდან მიღებული ბიომეთანი ესტონეთის სახელმწიფო გემის საწვავი გახდაესტონეთის სახელმწიფო ფლოტი ახალ მრავალფუნქციურ გემს მიიღებს, რომლის ძირითადი საწვავი ადგილობრივ ფერმებში შეგროვებული ძროხის ნაკელისგან წარმოებული ბიომეთანი იქნება.გემი კუნძულ საარემააზე მოქმედმა გემთმშენებელმა კომპანია Baltic Workboats-მა ააგო. პროექტი სოფლის მეურნეობის ნარჩენების, ადგილობრივი ენერგიისა და საზღვაო ტრანსპორტის გაერთიანების ერთ-ერთ უჩვეულო მაგალითად იქცა.ნაკელი საარემაას ფერმებიდან ტაჰულას ბიოგაზის საწარმოში გადააქვთ, სადაც ორგანული ნარჩენი ანაერობული გადამუშავების გზით ბიოგაზად გარდაიქმნება. შემდეგ გაზი ნახშირორჟანგისა და სხვა მინარევებისგან იწმინდება და ბუნებრივი აირის მსგავსი ხარისხის ბიომეთანი მიიღება.ტაჰულას საწარმოს ხელმძღვანელის, ლაური იასმინის განცხადებით, ერთი საწვავის კონტეინერის შესავსებად დაახლოებით ხუთი ავტოცისტერნის ნაკელია საჭირო, რაც ერთი და ნახევარი დიდი ფერმის დღიურ მოცულობას შეესაბამება.გემს ბიოგაზით 500 საზღვაო მილამდე გავლა შეუძლიაშეკუმშული ბიომეთანი გემზე სპეციალური მოდულური კონტეინერებით იტვირთება. სისტემას კონტეინერების ორი კომპლექტი აქვს — სამი გემზე რჩება, კიდევ სამი კი ამ დროს ბიოგაზის საწარმოში ივსება.ასეთი მოდელი გემს საშუალებას აძლევს, საწვავი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პორტში, არამედ ესტონეთის სხვადასხვა ბიოგაზის საწარმოში მიიღოს.ERR-ის ინფორმაციით, სიჩქარისა და სამუშაო რეჟიმის მიხედვით, ბიომეთანის ერთი კონტეინერით გემს დაახლოებით 300-დან 500 საზღვაო მილამდე მანძილის გავლა შეუძლია.გემი შიგაწვის ძრავას იყენებს, თუმცა დიზელის ნაცვლად ბიომეთანზე მუშაობს. მისი კაპიტნის შეფასებით, სიმძლავრისა და მართვის თვალსაზრისით ახალი ხომალდი ტრადიციულ საწვავზე მომუშავე გემისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება.ახალი ბაზარი ფერმერებისა და ბიოგაზის მწარმოებლებისთვისპროექტს საზღვაო ტრანსპორტის გარდა აგრარული და ენერგეტიკული მნიშვნელობაც აქვს. ფერმებისთვის ნაკელი მხოლოდ ნარჩენი აღარ არის და ადგილობრივი საწვავის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულად იქცევა.ბიომეთანის გამოყენება დამატებით მოთხოვნას ქმნის ნარჩენების შეგროვებაზე, გადამუშავებაზე, გაზის გაწმენდაზე, ლოგისტიკასა და საწვავის ინფრასტრუქტურაზე. შესაბამისად, მსგავსი პროექტები ფერმერებსა და ბიოგაზის საწარმოებს შემოსავლის ახალი წყაროს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.ადგილობრივად წარმოებული საწვავი ასევე ამცირებს იმპორტირებულ წიაღისეულ რესურსებზე დამოკიდებულებას და ენერგიის მიწოდების ჯაჭვს ქვეყნის შიგნით ქმნის.ესტონეთი კონკურენტულ უპირატესობას ინოვაციაში ეძებსBaltic Workboats-ის ხელმძღვანელის, მარგუს ვანასელიას შეფასებით, გემი და მისი საწვავის სისტემა მსოფლიოში შესაძლოა უნიკალური იყოს. როგორც გემის დიზაინი, ისე ბიომეთანის მიწოდების რთული სისტემა ესტონურმა კომპანიებმა და ინჟინრებმა შექმნეს.მისი თქმით, ესტონეთს იაფი პროდუქციის წარმოებით კონკურენცია უჭირს, რის გამოც ქვეყნის უპირატესობა მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებზე უნდა დაფუძნდეს.Baltic Workboats ბიომეთანის გარდა წყალბადზე, ელექტროენერგიასა და ჰიბრიდულ სისტემებზე მომუშავე გემების მიმართულებითაც მუშაობს. კომპანია ალტერნატიულ საწვავზე გადასვლას გემთმშენებლობის ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ შესაძლებლობად განიხილავს.ნარჩენიდან ენერგიამდე — ცირკულარული ეკონომიკის მოდელიპროექტი ცირკულარული ეკონომიკის პრინციპს ასახავს: სოფლის მეურნეობის ნარჩენი ენერგეტიკულ რესურსად გარდაიქმნება, ადგილობრივი კომპანია მისთვის ტექნოლოგიას ქმნის, ხოლო სახელმწიფო ფლოტი მიღებულ საწვავს პრაქტიკაში იყენებს.ბიომეთანს დიზელის სრულად ჩანაცვლების შესაძლებლობა ყველა ტიპის საზღვაო ტრანსპორტში ჯერ არ აქვს. გამოწვევებს შორის რჩება საწვავის საწარმოების რაოდენობა, ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიის საწყისი ღირებულება და გემებზე გაზის შესანახად საჭირო სივრცე.თუმცა ესტონეთის პროექტი აჩვენებს, რომ ორგანული ნარჩენების გამოყენება მხოლოდ ელექტროენერგიისა და გათბობის წარმოებით აღარ შემოიფარგლება. ბიომეთანი თანდათან შესაძლოა საზღვაო, მუნიციპალური და სატვირთო ტრანსპორტის ალტერნატიულ საწვავადაც ჩამოყალიბდეს.წყაროები:https://news.err.ee/1610075344/new-estonian-state-fleet-vessel-runs-on-saaremaa-cow-manurehttps://news.err.ee/1609812711/saaremaa-shipyard-building-biofuel-electric-vessel-for-estonian-state-fleet

1785145635

დაფნა
დაფნის ექსპორტის მოცულობა 27%-ით გაიზარდა - რა ღირს 1 კილოგრამი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 4.2 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი.როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობის 27%-იანი (896 ტონა), ხოლო ღირებულების 23%-იანი (3,3 მლნ დოლარი) ზრდაა.უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, 1 კგ დაფნის ფოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 4.1 აშშ დოლარია.ცნობისთვის, დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ჩინეთი (73%) და რუსეთი (15%).

1784180520

მოცვი
„ვყიდი 2 ლარად, მობრძანდით და დაკრიფეთ“ - რატომ უჭირთ ქართველ ფერმერებს მოცვის რეალიზება და რა განმარტებას აკეთებენ ასოციაციაში

„ვყიდი მოცვს 2 ლარად, მობრძანდით და დაკრიფეთ, არ ინანებთ“ - ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ამდაგვარი შინაარსის არაერთი პოსტი ქვეყნდება. ფერმერები ამბობენ, რომ მოსავალი ბევრია, უჭირთ გასაღება და ამიტომაც ლურჯ მოცვს ფაქტობრივად, თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან.კენკროვანი ხილის ასეთ დაბალ ფასს „ლურჯი მოცვის ასოციაციაში“ „სეზონზე პროდუქტის არათანაბრად გადანაწილებას და ჭარბ მოსავალს უკავშირებენ“. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ფანჯავიძე აცხადებს, მოცვი შესაძლოა, 2-3 კვირაში კვლავ გაძვირდეს.„წინა წელთან შედარებით, წელს მოსავალი მეტი მოვიდა. დაახლოებით 10 ათასი ტონა. გასულ წელს დაახლოებით 7 ათასი ტონა გვქონდა. ხარისხიც სრულიად ნორმალურია წლევანდელი მოსავლის“ - განაცხადა თორნიკე ფანჯავიძემ.კითხვაზე, რატომ აბარებენ ბოლო კვირებში ფერმერები პროდუქტს საკმაოდ დაბალ ფასად, ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.„მიზეზი, რომ წელს ფერმერებს მოცვის გაყიდვა უჭირთ, არის ის, რომ პროდუქტი არ გადანაწილდა სეზონზე თანაბრად. სწორედ ამის გამო დაეცა ფასი. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ეს იყოს.ნეგატიური ფაქტორი ითამაშა იმანაც, რომ წელს დავემთხვიეთ სერბეთს, რუმინეთსა და პოლონეთს, რომლებიც ასევე მოცვის უმსხვილესი მწარმოებლები არიან და აქამდე ჩვენს წარმოებებს კვეთა არ ჰქონია“, - განაცხადა ფანჯავიძემ.მისი თქმით, მოცვის ფასი კვირის ფასით დგება მთელს მსოფლიოში, ამიტომ შესაძლოა, მომდევნო კვირებში პროდუქტი კვლავ გაძვირდეს.„მოცვის ფასი მთელს მსოფლიოში კვირის ფასით დგება. როდესაც კონკრეტულ კვირას მოსავალი ჭარბია და ამასთან, არ ხდება მისი შენახვა, ფასი ავტომატურად ვარდება. პირობითად, 2-3 კვირაში მოცვის ღირებულებამ შესაძლოა, კვლავ მოიმატოს“, - განაცხადა ფანჯავიძემ.რაც შეეხება საექსპორტო ფასს, თორნიკე ფანჯავიძის თქმით, ის შემცირებულია.„წლევანდელი ფასი შეადგენს 4-5 დოლარს, გასულ წელს კი 6-6.5 დოლარი იყო საშუალო ფასი. კონკურენცია გაიზარდა. ევროპული მოცვი ევროპის ქვეყნებშივე გვიქმნის დიდ კონკურენციას და ეს ცუდად აისახება ფასზეც და მოთხოვნაზეც“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.BPN

1784030801

სტიქია თელავში
"ზარალი დიდია, ზოგ ნაკვეთში საერთოდ ვერ მიხვდებით, თუ ვენახი იყო გუშინ - ზოგან გამორიცხულია, რომ ვაზი კიდევ გააშენონ" - ადგილობრივი თელავის სტიქიაზე

“ზოგიერთ ნაკვეთში საერთოდ ვერ მიხვდებით, თუ ვენახი იყო გუშინ”, - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან” თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სტიქიის შედეგად განადგურებული ვენახის მეპატრონემ, გურამ გურგენაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ზოგიერთი ნაკვეთის ტერიტორიაზე, სადაც ადრე მოვლილი ვენახები იყო, ახლა ჩვეულებრივი მდინარის კალაპოტი დგას და იმ ადგილებში, ფაქტობრივად, ვაზის კიდევ ერთხელ გაშენება, შეუძლებელია."ძალიან მაგარი ვენახებია განადგურებული - ზარალი დიდია"„ჩემი ვენახი წინანდალშია. ვიდეოში რაც ჩანს, ნახევარი ჰექტარი ფართობია და ალბათ მინიმუმ, მისი 70% განადგურებულია.ჩემს ქვევით ისეთი ნაკვეთებია, საერთოდ ვერ მიხვდებით, იქ თუ ვენახი იყო გუშინ. თან ძალიან მაგარი ვენახებია განადგურებული.ჩემი ვენახიდან დაიწყო და ქვევითა მხარეს წავიდა წყალი. სავარაუდოდ, მდინარემ კონკრეტულ ადგილას მთიდან ჩამოტანილი ხეები და მასა შეაგროვა, წყალი აღარ გავიდა, გადმოვიდა ვენახებისკენ და იმის ქვევით, ალაზნამდე, დიდი რაოდენობით ვენახები გააფუჭა.ჯერ კიდევ დატბორილია. სანამ წყალი არ დაშრება, ჩემს ვენახზე ვერაფერს ვიტყვი, წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რომ დაშრება, მერე გამოჩნდება - იქ კიდევ შეიძლება, რომ გავაშენო ვაზი თუ აღარ. შეიძლება, საერთოდაც გადამირჩეს ის დაწვენილი ვაზები, ფეხზე ავაყენო და გავმართო, შეიძლება - ვერც.მაგალითად, ჩემს ქვევით ნაკვეთებში წყალი აღარ არის, მაგრამ ჩვეულებრივი მდინარის კალაპოტია. მეზობლად მდებარე ნაკვეთებში, რაც თვალით დავინახე, გამორიცხულია, რომ ვაზი კიდევ გააშენონ.მაგ ადგილას, სადაც მე ვენახი მაქვს, არავის ახსოვს, მსგავსი რამ მომხდარიყოს. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა. არ მგონია, წინასწარ ვინმეს განესაზღვრა ეგ. მდინარე საკმაოდ მოშორებულია ჩემი ვენახიდან და წარმოუდგენელი იყო, იქ წყალი თუ მოვიდოდა.ზარალი ძალიან დიდია, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა”, - განაცხადა “ბიზნესპრესნიუსთან” გურამ გურგენაშვილმა.ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი.უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.ამას გარდა, უამინდობამ თელავის გარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.სოფლებში: წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა. უხვმა ნალექმა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.BPN

1783920826