bpg
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, განაგრძობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას.  პროგრამა მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე კურსიდან მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. სტიპენდია სწავლის ერთი წლის  განმავლობაში სრულ დაფინანსებას მოიცავს. პროგრამის მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ლიდერობის პოტენციალის საფუძველზე შეირჩევიან. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განაცხადებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის მიხედვით განიხილავენ. მომდევნო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის სტიპენდიატები გამოვლინდებიან. სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. პროგრამის პარტნიორი უნივესრიტეტების სია ასე გამოიყურება:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სასტიპენდიო პროგრამით ბანკი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და განაგრძონ გზა მიზნებისკენ.გაიგე მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ: შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.

1793082618

bog]
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, რისთვისაც ახლახან SUPER ნაკრები და სუპერ PLUS Visa შექმნა.  ნაკრების ფარგლებში, სხვადასხვა უპირატესობების გარდა, სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას, მომხმარებლებებს ყოველდღიური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.ქეშბექ შეთავაზებები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღიურად იზრდება - მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში ეძლევათ. კვირის განმავლობაში მომხმარებლებს შემდეგი შეთავაზებები ელოდებათ: ორშაბათი - Carrefour: 5% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; სამშაბათი - ვოლტი: 10% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; ოთხშაბათი - GPC Online: 20% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; ხუთშაბათი - extra & extra market: 30% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის; პარასკევი - ოქტოპუსი (Oktopus): 40% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის. შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი მობილბანკიდან გააქტიურება.SUPER ნაკრები, სუპერ PLUS Visa ბარათთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა უპირატესობას: ნაკრების ფარგლებში შესაძლებელია გადარიცხვების, გადმორიცხვებისა და თანხის განაღდების საკომისიოს გარეშე შესრულება, ასევე ასევე რეზიდენტებისთვის SUPER ნაკრების ფარგლებში ვრცელდება სტანდარტულზე უკეთესი კურსი.გაააქტიურე SUPER ნაკრები, მიიღე სუპერ PLUS Visa ბარათი უფასოდ და ისარგებლე ყოველდღიური მზარდი ქეშბექ შეთავაზებებით.

1793025567

bog
GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

საქართველოს ბანკი პარტნიორ GPC-ის დაბადების დღეს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებით აღნიშნავს.28, 29 და 30 ოქტომბერს, მომხმარებლები საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათით გადახდისას GPC-ის ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის ფიზიკურ ფილიალში გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ონლაინ გადახდისას კი უნდა აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თითოეული მომხმარებელი შეთავაზების ფარგლებში მაქსიმუმ 30 ლარს დაიბრუნებს.ონლაინ შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდისას.ინფორმაციისთვის, GPC-ში მომხმარებლებს მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა სააფთიაქო პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. დაბადების დღის აღსანიშნავად, GPC-ში შერჩეულ ბრენდებზე ასევე მოქმედებს შიდა 25%-იანი ფასდაკლება.

1793019374

bog
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება  დაიწყო

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერიგანათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.  თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა. პროგრამის შესახებ:ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს: როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ: აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე აპლიკაციების გადარჩევა. პირველ  ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის  აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი  გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“. გასაუბრება. შემდეგ  ეტაპზე გადასვლა  ნიშნავს, რომ აპლიკანტის  მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს  ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“. თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში  თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ  შეავსოთ განაცხადი.საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი  ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.

1793013300

bog
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და კომპანია „სამეფო მარანის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ. ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 25 მლნ. ლარს შეადგენს.კომპლექსი მცხეთაში, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და  ის სასტუმროს, რესტორნებს, ღვინის საწარმოსა და მუზეუმს, ასევე საცხოვრებელ სახლებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე გაშენებულია ვაზი, მოეწყობა ღია აუზი და სპა ცენტრი.ტურისტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყობა საცხოვრებელი სივრცეც, რომელიც რვა კორპუსს გააერთიანებს. პროექტის კონცეფცია თბილისთან ახლოს მშვიდი, მრავალფეროვანი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნას ეფუძნება. კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტყის მასივი კი მის ბუნებრივ გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.პროექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებული და გადახურულია სასტუმრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ხოლო საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა 2026 წელს დაიწყო. ორივე კომპლექსის სრულად დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება. „მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, თბილისთან ახლოს შევქმნათ სივრცე, რომელიც სტუმრებსა და მობინადრეებს დასვენების, განტვირთვისა და მრავალფეროვანი გამოცდილების შესაძლებლობას შესთავაზებს. საქართველოს ბანკთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წლების განმავლობაში პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პროექტს მოიცავდა. მცხეთის კომპლექსის განხორციელების ყველა ეტაპზეც ბანკთან ერთად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ ფინანსურ ინსტიტუტსა და ბიზნესს შორის ნდობაზე, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, 2028 წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დავასრულოთ და სივრცე სტუმრებისა და მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - აცხადებს „სამეფო მარანის“ პარტნიორი დავით ფანჯაკიძე.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი მასშტაბური პროექტია, რომელიც ტურისტულ და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ „სამეფო მარანთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობთ და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

1793003287

Ryanair-ი
2027 წელს ევროპაში ავიაბილეთები შესაძლოა 20%-ით გაძვირდეს - Ryanair

ევროპაში ავიაბილეთების ფასები 2027 წელს შესაძლოა 10-20%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ Euronews-თან განაცხადა. მისი პროგნოზით, ავიაბილეთების გაძვირებას საავიაციო საწვავის ფასების ზრდა განაპირობებს, რასაც ირანში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის გაძვირებაც ემატება.ო’ლირის შეფასებით, საწვავის მაღალი ფასები ავიაკომპანიების ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის, განსაკუთრებით 2027 წლის აპრილიდან, როდესაც ბაზრის მონაწილეთა დიდ ნაწილს საწვავის ფასებისგან დამცავი ჰეჯირების მექანიზმები შეუმცირდება.საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, 16 ოქტომბერს დასრულებულ კვირაში ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე 207.61 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 128%-ით მეტია.Ryanair-ის ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანიას, ისევე როგორც ევროპის არაერთ სხვა ავიაგადამზიდს, 2026 წლისთვის საწვავის ფასების ზრდისგან დაცვის მექანიზმები ჰქონდა გამოყენებული. კერძოდ, Ryanair-მა მიმდინარე წლისთვის საწვავის ღირებულება ბარელზე დაახლოებით 67 დოლარის დონეზე დააფიქსირა. თუმცა, ო’ლირის თქმით, 2027 წელს კომპანიისთვის საწვავის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს.„ვფიქრობ, მომავალ წელს ევროპაში ავიაბილეთების ფასები 10%, 15% ან შესაძლოა 20%-ითაც გაიზარდოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ფასების ყველაზე დიდ ზრდას ვიხილავთ“, — განაცხადა ო’ლირიმ 20 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.საწვავის გაძვირება განსაკუთრებით იმ ავიაკომპანიებზე აისახება, რომლებსაც ფასების მერყეობისგან დაცვის საკმარისი მექანიზმები არ აქვთ. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მათ შორის საავიაციო საწვავის, ფასების ზრდა ირანში ომის დაწყებასა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხებას უკავშირდება. ოთხშაბათს Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 109.86 დოლარს შეადგენდა, რაც ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმთან ახლოსაა.ო’ლირის პროგნოზით, ავიაბილეთების გაძვირებასთან ერთად, 2027 წელს ევროპაში შესაძლოა შემცირდეს ხელმისაწვდომი ავიამიმოსვლის მოცულობაც. მისი შეფასებით, ავიაკომპანიების შესაძლო გაკოტრებები და შერწყმები ბაზარზე ადგილების მიწოდებას შეამცირებს, რაც ფასებზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.

1792995772

bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება. eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან: დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი; მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი; მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში; ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი; ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი; დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი; იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი; არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი; მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება: საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია; ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა; ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა. “საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Insparkინოვაციების პარტნიორი: Visaპარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina  

1792767600

Cellfie
მიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას

საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის სხვადასხვა შეთავაზების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Cellfie-სთან ერთად მომხმარებლებს Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე ფასდაკლებას სთავაზობს.19 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელები Cellfie-ის Travel eSIM-ის შერჩეული ინტერნეტპაკეტების შეძენისას 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პაკეტებზე: ევროპა - 2 GB ევროპა - 7 GB მსოფლიო - 2 GB მსოფლიო - 7 GB ფასდაკლებით სარგებლობისთვის, შეძენისას საჭიროა აქტივაციის კოდის CELLFIEBOG შეყვანა და საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა.აღნიშნული ინტერნეტპაკეტებით სარგებლობისას, Uber-ის, Bolt-ის, Google Maps-ის, MyCellfie App-ის, WhatsApp-ისა და Facebook Messenger-ის ტექსტური შეტყობინებების გამოყენებისას ინტერნეტმეგაბაიტები არ დაიხარჯება.შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

1792765626

bog
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე

მართალია მაკა კეკელიძე ამ თემაზე საუბარს სასტიკად მიკრძალავს, მაგრამ ზოგჯერ მას არ ვემორჩილები და (საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლის საფუძველზე) ღიად და თამამად ვაღიარებ, რომ როცა ბაბუა გავხდი, მე თვითონ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. მეტიც, რამდენიმე წლის წინ, ანაკომ რომ მითხრა გათხოვებას ვაპირებო, ძალიან გამიკვირდა, - რა დროს შენი გათხოვებაა შვილო, ჯერ პატარა ხარ-მეთქი და თვითონ უფრო გაკვირვებულმა მითხრა, - მამი უკვე დიდი ვარ, უკვე გავიზარდე და უკვე ოცდაერთი წლის გავხდიო.ოცდაერთი წლის ქალს, მე რომ გათხოვებას ვერ დავუშლიდი, კი მივხვდი და ანა-მარიამს "ვეფხისტყაოსანიც" გავატანეთ მზითევში და მერე თამარ მერლანიც დაიბადა. პატარა თამარს რომ ჩვენთან მოიყვანდნენ ხოლმე კვირაობით და უზომო სიხარულით ვაღებდი კარს, საბოლოოდ ვრწმუნდებოდი, რომ მე თვითონ უკვე აღარ ვიყავი პატარა. თუმცა, არც მერე, უკვე ლაპარაკი რომ დაიწყო, თამარს არასოდეს მოუმართავს ჩვენთვის როგორც ბებიასა და ბაბუასთვის და ყოველთვის პირდაპირ სახელებით მოგვმართავდა. რასაკვირველია ჩემთვის, როგორც ქართლელისთვის, ისედაც უცნაურად ჟღერს სიტყვა ბაბუა და როგორც რუსთაველი ამბობს, სინამდვილეში პაპა ვარ, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში, მაინც ფუნქციაა, რომელსაც კარგად ვერ ვასრულებ და არც კარგი პაპა ვარ და არც კარგი ბაბუა. ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენებიც იმ ურთიერთობებზე, რაც ბაბუასა და შვილიშვილებს შორის წიგნებში თუ ფილმებში არსებობდა, მგონი ისედაც აღარ არსებობს, რადგან თამარ მერლანის თაობა, უკვე სულ სხვა თაობაა. საქართველოშიც და საერთოდ სამყაროშიც, მართლა სულ სხვა თაობა გაჩნდა ბევრი მიზეზის გამო და ერთ-ერთი მთავარი კი - უსასრულო ტექნოლოგიური ცვლილებებია. სამყარო ისე შეიცვალა, რომ ჩვენც სხვა გზები უნდა  ვეძებოთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასაცნობად, მათთან ურთიერთობისა და მეგობრობის შესანარჩუნებლად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება. როცა დედებს ან ბებიებს, დილიდანვე აქვთ თავები ჩარგული ეგრეთ წოდებულ გაჯეტებში, შვილიშვილებსაც ძალიან აინტერესებთ რას "სქროლავენ" უფროსები ასე გამწარებულები, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ მათი ცხოვრების ყველაზე კეთილი თანამგზავრი, მაინც წიგნი იქნება. ამასწინათ მივადექი კიდეც თამარ მერლანს იმ წიგნით ხელში, რომელიც საბავშვო მწერალმა კრისტინ როშიფტემ შექმნა და ქართულად უკვე თარგმნეს და გამოსცეს კიდეც (ისევე როგორც უამრავ ქვეყანაში), მაგრამ მთავარი მაინც ქართულად გამოცემაა, რადგან თანამედროვე ნორვეგიელი ავტორი იმის ახსნას ცდილობს პატარა მკითხველებისთვის, რასაც დიდებს გვასწავლიდა შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში.წიგნს ჰქვია "მოდი, ერთად დავითვალოთ" და აბა ჯერ კიდევ როდის ეწერა "ვეფხისტყაოსანში," რომ სამყაროში უთვალავი ფერია და ეს არის კიდეც ამ სამყაროს მთავარი ხიბლი და უპირატესობა. ჯერ კიდევ როდის გვითხრა რუსთაველმა რომ სამყაროს მთავარი საგანძური, არის ერთი, კონკრეტული ადამიანი და ადამიანი უნდა იყოს კიდეც ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება.იმედია ჩვენი შვილიშვილებისთვისაც, ყველაზე რთულ და გამოწვევებით  სავსე დროში, სიყვარული იქნება მათი ცხოვრების გზაც და ხიდიც, როგორც ამას "ვეფხისტყაოსანი" გვკარნახობდა.და იმედია, სადაც ბევრი წიგნი და სიყვარული იქნება, იქნება ბედნიერებაც და თავისუფლებაც... 

1792756200

bog
გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიაა - Euromoney

გალტ & თაგარტი საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, Markets Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანია“ (Georgia’s Best Broker).გამარჯვებულები კვლევის კომპლექსური პროცესის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც მოიცავდა კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების შეფასებას, ბაზრის კვლევას, ბაზრის მონაწილეებთან ინტერვიუებსა და დამოუკიდებელ ანალიზს.გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურება მომხმარებლებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე არსებულ მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს. მომსახურება აერთიანებს გლობალურ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, ადგილობრივ და რეგიონულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, პერსონალიზებულ მომსახურებასა და ინვესტირების მოქნილ გზებს.კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 50-ზე მეტ საერთაშორისო ბაზარზე 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე მიიღონ წვდომა და საკუთარი საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დივერსიფიცირებული პორტფელი შექმნან. ამასთან, გალტ & თაგარტი მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, მათ შორის, ადგილობრივ ობლიგაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთი პლატფორმის მეშვეობით ისარგებლონ როგორც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტებით, ისე ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების შესაძლებლობებით. Euromoney Markets Awards-ის ფარგლებში მიღებული აღიარება ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი საბროკერო მომსახურების შეთავაზების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევაში დაეხმარება“, განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ გაიგეთ მეტი: https://galtandtaggart.com/ka/brokerage

1792746540

bog
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, მოსწავლეებს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. 10-ზე მეტ კურსი, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, ხელოვნურ ინტელექტს, დიზაინსა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს, რაც მათ საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და ახალი უნარების განვითარებაში დაეხმარება.პროექტის მიზანია, მოსწავლეებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში.აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულებასაქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვა პროფესიული კურსიდან შეარჩიონ სასურველი მიმართულება, მათ შორის:პროგრამირება და ტექნოლოგიები პროგრამირების საფუძვლები; ვებპროგრამირება ნულიდან; Front-end Development; Back-end Development; React Native ნულიდან; IT პროექტების მართვა. ხელოვნური ინტელექტი AI აგენტები და ავტომატიზაცია; ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი; კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით; AI და მეწარმეობა. დიზაინი და კრეატიული მიმართულებები გრაფიკული დიზაინი; UI/UX დიზაინი; კრეატიული კომუნიკაცია. რომელ აკადემიებში არის შესაძლებელი საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის განკუთვნილ კურსებს საქართველოს ბანკის პარტნიორი აკადემიები სთავაზობენ, მათ შორის: IT აკადემია STEP; სქილვილი (Skillville); Edutech Academy; Re:educate;  დიზაინ ინსტიტუტი; ელექტრონული აკადემია. კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.როგორ უნდა გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი?სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

1792742400

bog
ალგადი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას  სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა

საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა. კომპანია პარტნიორობას პარალიმპიელ სპორტსმენ ანა ჯაფარიძესთან იწყებს.კამპანიას – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი  საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.“პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი;პარალიმპიელი ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერიაკამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის — შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 20-მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? 

1792737015